2011 წლის 07 სექტემბერს დიაკვნად კურთხევა. 2013 წლის 13 ივნისს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით;
2014წ.
მდგომარეობით
დეკანოზი
მცხეთა-თბილისის ეპარქია
საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.13
ხელდასხმა
7 სექტემბერს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ნოდარ თურმანიძე და სახელად ნიკოლოზი უწოდა. დიაკონი ნიკოლოზი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
დაჯილდოება
13 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა თბილისში, სოლოლაკში მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია და დალოცა ამ ტაძრის მრევლი. მისმა უწმინდესობამ მეორე გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა ამავე ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა (ჯიშკარიანი), ხოლო ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ნიკოლოზ თურმანიძე.