2016წ. მდგომარეობით სქემმღვდელმონოზონი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
19 დეკემბერი, 2019 წელი
ნიკოლოზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ღამისთევით წირვა აღავლინა ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, წირვის დასრულების შემდეგ დაჯილდოვებული იქნა ეპარქიის სამღვდელოება, აჭარაში თურქთაგან წამებულ მამათა და დედათა ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე( ბარამიძე) დაჯილდოვებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, წმ. ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი დავითი ( მურცხვალაძე) დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი სქემ- მღვდელ მონაზონი სერაფიმე (ფოლომეევი) აყვანილია იღუმენის ხარისხში და დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით