2013წ. მდგომარეობით იღუმენი შავნაბადა მამათა მონასტერი
2019წ. მდგომარეობით იღუმენი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
წირვაზე შავნაბადის მონასტრის ბერი მოსე სკამკოჩაიშვილი ბერ-დიაკვნად აკურთხეს. იგი სასულიერო მოღვაწეობას ხინოს მონასტერში გააგრძელებს.
9 მაისი, 2016 წელი გიორგობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვა აღასრულა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ცხემვანის წმ.გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ამავე დღეს ეპარქიის მთავარსტიქაროსანი გიორგი შაინიძე ხელ დასხმული იქნა დიაკვნად, ხოლო მონასტრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი მოსე (სკამპოჩაიშვილი) აყვანილი იქნა იღუმენის ხარისხში.
16.12. 2019 წ
მაღალყოვლადუსამღვდელოესის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრის ლოცვა- კურთხევით, ცხემვანის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა იღუმენმა მოსემ (სკამკოჩაიშვილი) მონაზვნად აღკვეცა წმ. სამების დედათა მონასტრის წევრი სამონაზვნე მაკრინე (ავეჯბა) და სახელად ეწოდა ნინო.