1906წ. მღვდელი ნაღვარევი, ჩოქურთკარი (დუშეთი) წმ. იოანე ნათლისმცემლის, წმიდა გიორგის ეკლესია
აი, რას წერდა გაზეთი „შრომა“ 1906 წელს ამის შესახებ: „დუშეთის მაზრაში საზოგადო სურათი ბნელი და შავია. სხვებთან ერთად ცუდ მდგომარეობაში არიან ჩაცვინული ის მღვდლები, რომლებიც აქამდე დაპატიმრებულნი იყვნენ და მხოლოდ ახლა გაათავისუფლეს.
ერთი მღვდელი, სვიმონ წერეთელი, ამის გამო იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და საერო სარბიელზე მოენახა სახსარი ცოლ-შვილის გამოსაკვებად, ხოლო სოფელ ნაღარევის მღვდელი ლავრენტი ჭანკვეტაძე და სოფელ ჩირიკის მოხუცი მღვდელი მოსე კავკასიძე, უეჭველია, ჩქარა ამავ გზას დაადგებიან, თუ მათი სხვადასხვა შუამდგომლობა ადგილზე დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილებული არ იქნება.


