2020 წლის 01 ოქტომბერი, სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერში, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა, დიდსა და ანგელოზებრივ სქემაში, მონაზვნად აღკვეცა, 90 წლის ეთერ გოგიტიძე და ეწოდა სქემმონაზონი ელენე.
დედა ელენე გახლავთ ბებია, რუის-ურბნისის ეპარქიის, წმ. იობ მრავალვნებულის სამიტროპოლიტო მამათა მონასტრის წინამძღვრის, მღვდელმონაზონ იერონიმესი (ქათამაძე).
