2020წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
21. 09. 2020 წელს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სადღესასწაულო მსახურება აღასრულა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მღვდლად დაასხა ხელი ცხემვანის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წევრს ბერ- დიაკონ იობს ( ბაჟუნაიშვილი) ასევე წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი ძნელაძე დაჯილდოვებულია მიტრის ტარების უფლებით.