1826წ. მღვდელი სურამი (ხაშური) მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია
შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, 1826 წელს სურამის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში მოღვაწეობდნენ: დეკანოზი იოსებ ნებიერიძე, მღვდელი ნიკოლოზ გაბრიელის ძე ბებიაშვილი და მღვდელი ნიკოლოზ სვიმონის ძე ბებიაშვილი (ჩვენი მოსაზრებით, ამ ნიკოლოზის შვილი იყო მღვდელი იოსები, ხოლო იოსების ვაჟი –– მღვდელი იოანე; თავის მხრივ, მისი ვაჟი გახლდათ დეკანოზი იოსებ ბებიაშვილი, უკანასკნელი სასულიერო პირი ამ გვარში). მღვდელი ნიკოლოზ სვიმონის ძე ბებიაშვილი 1830 წლის 8 აგვისტოს ქოლერით გარდაიცვალა,

