1954წ. მონაზონი მღვიმევი (ჭიათურა) მონასტერი
1954 წლის 21 მარტს ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი გაბრიელი (ჩაჩანიძე) საქარველოს სსრ მინისტრთა საბჭოს რწმუნებულის სამდივნოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთათვის აწვდის მღვიმევის მონასტრის კრებულის სიას: 1) იღუმენია ელენე ერმილეს ასული კიკნაძე (დაბ. 1882წ. მონასტერშია 1903 წლიდან); 2) მონაზონი ოლიმპია (ოლღა ოქროპირის ასული ნიორაძე, დაბ. 1871წ. მონასტერშია 1896 წლიდან); 3) მონაზონი ოლღა მიხეილის ასული დურმიშიძე, დაბ. 1873წ. მონასტერშია 1899 წლიდან); 4) მონაზონი პელაგია (პოლე იაკობის ასული გძელიძე, დაბ. 1878წ. მონასტერშია 1947 წლიდან); 5) მონაზონი ეკატერინე ივანეს ასული ლომიძე, დაბ. 1882წ. მონასტერშია 1903 წლიდან); 6) მონაზონი ივლიანა (იულია ექვთიმეს ასული ვაშაძე, დაბ. 1888წ. მონასტერშია 1906 წლიდან). ეს უკანასკნელი მედავითნის შტატშიც ირიცხებოდა (სუისცა, ფ. 1879, აღწერა 1, საქმე M31, გვ. 14).