
მღვდელმონაზონი იერონიმე (ქათამაძე)
ჩრდ. ამერიკის ქართული ეპარქიის მთავარმდივანი და ეპარქიის კანონიკურ საკითხთა კომისიის წევრი.
დაიბადა 1998 წლის 10 აპრილს ქალაქ ბათუმში. დედა ნინელი კონცელიძე მამუდის ასული დაბ. ჩაქვი (ქობულეთი)
2013-15 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ევროპარლამენტში (სტრასბურგსა და ბრიუსელში).
2016 წელს წარჩინებით დაასრულა ქობულეთის Ν2 საჯარო სკოლა.
2016 წელს ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელ ეკლესიაში აღიკვეცა მონაზვნად.
2017-2018 წლებში, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, დრამის მიტროპოლიტ პავლეს რეკომენდაციითა და წარგზავნით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ათონის წმინდა მთაზე, წმინდა პავლეს მონასტერში, სულიერი და ასკეტური ცხოვრების პრაქტიკული შესწავლისთვის.
2018-2019 წლებში შეისწავლა თანამედროვე ბერძნული ენა და მიენიჭა არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი B2 დონე.
2018 წლის, 2 აგვისტოს, ოფიციალურად გადავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის წარდგინებით.
2018 წლის, 29 აგვისტოს ხელი დაესხა დიაკვნად.
2019 წლის, 14 აპრილს ხელი დაესხა მღვდლად.
2019-2020 წლებში (სწავლის პერიოდში) მსახურობდა თესალონიკში, მსოფლიო საპატრიარქოს, წმინდა ანასტასიას სახელობის სტავროპიგიალურ მონასტერში მწირველ მღვდლად.
ამავდროულად (სწავლის პერიოდში) მსახურობდა თესალონიკის ეპარქიის სხვადასხვა საკათედრო ტაძარში მწირველ მღვდლად (წმ. დიმიტრი თესალონიკელის, წმ. გრიგოლ პალამას, თესალონიკის აგია სოფიას ტაძარში და სხვა...)
2019-2022 წლებში სწავლობდა საბერძნეთში, თესალონიკის უმაღლეს საეკლესიო აკადემიაში, სამოძღვრო (პასტორალური) და სოციალური თეოლოგიის ფაკულტეტზე.
2022-2023 წლებში, ჩრდ. ამერიკის ეპისკოპოს საბას ლოცვა-კურთხევითა და რეკომენდაციით სწავლობდა შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტთან არსებულ Bossey Ecumenical Institute-ში, CAS-ES გაძლიერებული სწავლის ფორმაციულ კურსზე, სადაც წარჩინებით დაასრულა მოდული “Ecumenical Biblical Hermeneutics” და ინგლისურ ენაზე დაიცვა აკადემიური ნაშრომი, თემაზე: “სამოციქულო მემკვიდრეობა ახალ აღთქმასა და ადრეულ ეკლესიაში”.
2022-2023 წლებში სწავლობდა საბერძნეთში, ათენის უმაღლეს საეკლესიო აკადემიაში, სამოძღვრო (პასტორალური) და სოციალური თეოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც უმაღლესი შეფასებით, ბერძნულ ენაზე დაიცვა სადიპლომო აკადემიური ნაშრომი თემაზე: “ვატიკანის მეორე საეკლესიო კრების ლიტურგიკული რეფორმაციები“.
2026 წლის 16 მაისდ, ამერიკის ბერძნული სამთავარეპისკოპოსოს სტიპენდიით (100% დაფინანსებით) დაასრულა ბოსტონის Holy Cross School of Theology-ის გაძლიერებული მაგისტრატურა ThM (Advanced Master of Theology) მაღალი შეფასებით (Magna Cum Laude - With High Distinction) და მიენიჭა თეოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
მღვდელმონაზონ იერონიმეს მონაწილეობა მიღებული აქვს მრავალ საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციასა და სიმპოზიუმში, მათ შორის: გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, შვედეთში, ნორვეგიაში, უკრაინაში, იტალიაში, ბელგიაში, ისრაელში, სომხეთში, თურქეთში, აშშ-ში და ა.შ
მას ეკუთვნის არაერთი თეოლოგიური ნაშრომი ქართულ, ბერძნულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის:
1. „სამყაროსა და ადამიანის არა არსისგან შექმნა და მისი დაცემა“;
2. „განღმრთობა როგორც ლოგიკური ქმნილების სრულყოფა და ღმერთთან ზიარება“;
3. „ქრისტიანული პედაგოგიკა და ოჯახის თეოლოგია“;
4. “აღდგომის თეოლოგიური მნიშვნელობა”;
5. “სატანიზმი როგორც ოკულტური და პარარელიგიური გამოვლინება”.
6. “საქართველოს ეკლესია, რუსეთის
ეკლესიის წმინდა სინოდის ქვეშ (1811-1917 წწ.)”.
7. „ყველაფერი უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ“ (თანაავტორი).
ფლობს ქართულ (მშობლიური), ბერძნულ, ძველბერძნულ და ინგლისურ ენებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: father.ieronymos@gmail.com
2023 წლის 2 დეკემბრიდან დადგენილია მანჰეტენის, წმ. მარიამ ეგვიპტელის სახელობის ქართული სამრევლოს მოძღვრად ნიუ-იორკში, აშშ.
ხელდასხმა
29 აგვისტოს ყინწვისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა სარკინეთის წმ. შიო მღვიმელის სახ. მამათა მონასტრის ბერი იერონიმე (ქათამაძე).
ხელდასხმა
14 აპრილს ქარელის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებულ წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტრის ბერ-დიაკონ იერონიმეს (ქათამაძე).

ქათამაძე იორენიმე მღვდელმონაზონი; 2024წ. წმიდა მარიამ ეგვიპტელის ქართული სამრევლო მანჰეტენი, აშშ ვიდეო. სხვა წყარო ხელდასხმა 2019წ. ქარელის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის მონასტერი,


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-14 გაფართოებულ კრებაზე მონაწილე ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის დელეგატთა სია: მღვდელმონაზონი იერონიმე (ქათამაძე), ეპარქიის მდივანი.