1936-1943წ. მღვდელმონაზონი მცხეთა წმინდა ეკატერინეს (ოლღას) მონასტერი
1935 წლის 16 აპრილიდან იქ დროებით მიავლინეს ბეთანიის ღვთისმშობლის შობის სახ. მამათა მონასტრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი თომა (11.10.1864-15.01.1944, ერისკაცობაში სტეფანე მიხეილის ძე მანზუკი). 1936 წლის 29 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით მღვდელ-მონაზონი თომა დამტკიცდა მცხეთის წმ. ოლღას სახ. რუსული დედათა მონასტრის მწირველ მოძღვრად და მიეწერა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის კრებულს.