
დეკანოზი გაბრიელი (ვაშაძე) დაიბადა 1962 წლის 7 სექტემბერს.
დიაკვნად კურთხევა 1996 წ. 16 მარტი.
მღვდლად კურთხევა 1997 წ. 21 სექტემბერს.
დეკანოზის ხარისხში აყვანა 2019 წლის 8 დეკემბერი.
გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა 2023 წლის 13 დეკემბერს.
ამჟამად მღვდელმსახურებას აღასრულებს ჭიათურის წმ. ილია თეზბიტელის, უსახელოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების, უსახელოს თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს,
შუქრუთის წმ. დიდმოწამე მარინეს, წასრის წმ. გიორგის სახელობის ტაძრებში.

ვაშაძე გაბრიელ დეკანოზი 2019წ. ჭიათურის და საჩხერის ეპარქია
წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 44
დეკანოზი გაბრიელი (ვაშაძე) დაიბადა 1962 წლის 7 სექტემბერს ჭიათურის რაიონის სოფელ წასრში.
1979 დაამთავრა ნიგოზეთის საშუალო სკოლა. 1980 წლამდე სწავლობდა პროფ. სასწავლებელში, შემდეგ განაგრძო მუშაობა მაღაროში. 1981-83 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1983-93 წლებში თამაშობდა რაგბის და პარალელურად მუშაობდა მაღაროში.
1984 წელს მივიდა მღვიმევის დედათა მონასტერში, 1988 წლიდან მსახურობდა სტიქაროსნად.
1993 წელს დაოჯახდა. მეუღლე – მზია მეგრელი. ჰყავს ოთხი შვილი − სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი (ქალიშვილი მონაზონია ბურიანის დედათა მონასტერში).
1996 წლის 16 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, მარგველმა მიტროპოლიტმა
კონსტანტინემ (მელიქიძე) აკურთხა დიაკვნად და დაადგინა მღვიმევის დედათა მონასტერში.
1997 წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულზე, მეუფე კონსტანტინემ მღვდლად დაასხა ხელი
მღვიმევის დედათა მონასტერში და დაადგინა ამავე მონასტრის მღვდელმსახურად.
2019 წლის 8 დეკემბერს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის (დათუაშვილი) წარდგინებით, უწმინდესმა
აღიყვანა დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
ამ ხნის განმავლობაში პარალელურად მოღვაწეობდა წასრის (წმ. გიორგის სახ.), შუქრუთის (წმ. მარინეს სახ.), წყალშავის (წმ. დიმიტრი თესალონიკელის სახ.), ქვედა უსახელოსა (წმ. ნინო სახ.) და ზედა უსახელოს (თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახ.) ტაძრებში.