თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
მესხი დავითი - დეკანოზი (კაპელანი).
2007 წლის 05 აგვისტოს დიაკვნად ხელდასხმა, 2009 წლის 21 ივნისს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიენიჭა. 2011 წლის 03 ნოემბერს დაჯილდოვდა: გამშვენებული ჯვრით. 10 შვილის მამა
5 აგვისტოს ბოლნისის ყოვლადწ-მინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) დიაკვნად აკურთხა დავით მესხი. დიაკონი დავითი ბოლნისის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ბრძანებით 2009 წლის 15 იანვრიდან:
ბოლნისის ეპარქიის მღვდელმსახური, მღვდელი დავით მესხი დაინიშნა კოჯრის რეზერვისტთა მოიმზადების 1 ბაზაზე სულიერ მოძღვრად და კოჯრის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვრად;
21 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა ბოლნისის სამღვდელოების წარმომადგენლებს: მღვდელ იაკობ კობიაშვილს, მღვდელ გელასი ლაზარიშვილს, მღვდელ პეტრე კვარაცხელიას, მღვდელ არჩილ ქიტუაშვილს, მღვდელ ვასილ ახვლედიანს და მღვდელ დავით მესხს.
3 ნოემბერს სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამლვდელოება და ბერმონაზვნობა: გამშვენებული ჯვრით: დეკანოზი გიორგი იოსებაშვილი, დეკანოზი აკაკი ჟვანია, დეკანოზი დავით ტურძელაძე, დეკანოზი ზაქარია მესხი, დეკანოზი დამიანე ადამია, დეკანოზი ზურაბ ბუაძე და დეკანოზი მატათა ბერიძე; გამშვენებული ჯვრით -– იღუმენი პავლე (გოგიავა); ' ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით მღვდელ-მონაზონი გიორგი (ჯანელიძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -–- მონაზონი სოფიო (კოხრეიძე).
ფოტოზე: იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი სობოროს სამღვდელოებასთან და მგალობლებთან ერთად XIX ს-ის 80 წლები სხედან: (მარცხნიდან): იღუმენი გრიგოლი ჩხაიძე, დეკანოზი იოსებ ჭეიშვილი, მღვდელი გაბრიელ ცაგარეიშვილი, ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, დეკანოზი იოსებ კიკაჩეიშვილი, მღვდელი ნესტორ შვანგირაძე. დგანან: (პირველი რიგი მარცხნიდან): დიაკონი ივლიანე შოთაძე, სტაროსტა დიმიტრი ნაიტაკი, მთავარდიაკონი იოსებ შარაბიძე, მგალო ბელთა გუნდის ხელმძღვანელი ივლიანე წერეთელი, გაბრიელ ეპისკოპოსის მესენაკე მარკოზ სხირტლაძე, დიაკონი ტიმოთე მესხი, ბესარიონ კუხიანიძე, დიაკონი ისიდორე სვანიძე. მეორე რიგი: მგალობლები - რაჟდენ ტოგონიძე, გრიგოლ ჟაში, თომა დემეტრაძე, ოლიფანტე ჭიპაშვილი, ივლიანე ნიკოლაძე, იაკინთე კანდელაკი.
10 მარტს, ხაშმის ყოვლადწმიდა სამების მამათა მონასტერში მორჩილი გიორგი მესხი ბერად აღიკვეცა. აღკვეცის წესი შეასრულა მღვდელ-მონაზონმა კირიონმა (ონიანი), რომელმაც ახლადაღკვეცილს სახელად გრიგოლი უწოდა.
1 აგვისტოს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერიამ) სოფელ ღანარის წმინდა გიორგის სახელობისტაძარში დააჯილდოვა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის შემდეგი მღვდელმსახურნი: მიტრით — დეკანოზი იოანე კოხრეიძე; გამშვენებული ჯვრებით: დეკანოზი რომანოზ ნინუა, დეკაოზი იაკონ ლეკვეიშვილი, დეკანოზი დიმიტრი კუხალაშვილი. ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა: მღვდელ აკაკი ჟვანიას, მღვდელ დავით სანებლიძეს, მღვდელ ზაქარია მესხს, მღვდელ დამიანე ადამიას.
3 ნოემბერს სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამლვდელოება და ბერმონაზვნობა: გამშვენებული ჯვრით: დეკანოზი გიორგი იოსებაშვილი, დეკანოზი აკაკი ჟვანია, დეკანოზი დავით ტურძელაძე, დეკანოზი ზაქარია მესხი, დეკანოზი დამიანე ადამია, დეკანოზი ზურაბ ბუაძე და დეკანოზი მატათა ბერიძე; გამშვენებული ჯვრით -– იღუმენი პავლე (გოგიავა); ' ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით მღვდელ-მონაზონი გიორგი (ჯანელიძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -–- მონაზონი სოფიო (კოხრეიძე).
მესხი კახაბერი - დეკანოზი.
2013 წლის 07 აპრილს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით; მაღაროსკარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
7 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია IIის ლოცვა-კურთხევით, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტმა თადეოზმა (იორამაშვილი) დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით “ თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფილაური; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– მაღაროსკარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი კახაბერ მესხი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით თია ნეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ბერბერაშვილი.
მესხი იოანე სვიმონის ძე 1845-1847 წლებში ველევის წმ. სამების ეკლესიის, 1859 წლის 14 მაისს შხივანას მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი გარდაიცვალა.