1841-1867წ. მღვდელი გოდოგანი (თერჯოლა) მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესია
დოღონაძე დავით სიმონის ძე 1841-67 წლებში სოფ. გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი 1872 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა.
გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი დავითი - დაიბადა 1794 წელს. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1812 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) დიაკვნად აკურთხა და სოფელ გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. პარალელურად მსახურობდა გელათის მონასტერშიც და ირიცხებოდა მონასტრის საძმოში. 1841 წელს იმერეთის მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) მღვდლად დაასხა ხელი და გოდოგნის მაცხოვრის ჯვარცმის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1867 წელს პენსიაზე გავიდა. მღვდელი დავითი 1872 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა. მამა დავითს ჰყავდა სამი ვაჟი: მღვდელი იოანე; მღვდელი მეთოდე; ექვთიმე (1820 წ.) — გარდაიცვალა ერისკაცი; სერაპიონი (1826 წ.) — გარდაიცვალა ერისკაცი.