სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

დოღონაძე  ისიდორე იოვანეს ძე მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

დოღონაძე ისიდორე იოვანეს ძე მღვდელი

1856-1925წწ

1881-1917წ. მღვდელი ნახშირღელე (თერჯოლა) ღმრთისმშობლის შობის ეკლესია


დოღონაძე  ისიდორე იოვანეს ძე 1881-1917 წლებში ნახშირღელის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი. წარმ. სოფ. კოკა ტყიბული

მღვდელ იოანე დოღონაძის შთამომავლები: ნახშირღელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ისიდორე დაიბადა 1856 წელს. დაამთავრა ქუ- თაისის სასულიერო სასწავლებელი. 1881 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ნახშირღელის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სა- ხელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1889 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1900 წლის აპრილში სკუფია უბოძეს. 1907 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა, ხოლო 1914 წლის 15 მაისს — სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. XX საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1923 წელს ადგილობრივ- მა ხელისუფლებამ დააპატიმრა და რამდენიმე თვე ციხეში გაატარა, რამაც ძლიერ იმოქმედა მოძღვრის ჯანმრთელობაზე. დეკანოზი ისიდორე 1925 წელს დამბლის დაცემით გარდაიცვალა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.