1799-1838წ. მღვდელი გელათი (ტყიბული) წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესია
დოღონაძე ნიკოლოზ 1799-1838 წელს გელათის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი
მღვდელ მათე დოღონაძის შთამომავლები იყვნენ: გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ნიკოლოზი დაიბადა 1753 წელს, ადრევე დაქვრივდა. ქართულ ენაზე მცირეოდენი წერა- კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი გელათის მონასტერში ისწავლა. 1799 წელს გაენათელმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ (შარვაშიძე) მღვდლად დაასხა ხელი და გელათის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დაადგინა. საეკლესიო საბუთებში უკანასკნელად იხსენიება 1838 წელს.