სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11931

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე არქიმანდრიტი

დაბ. გაგრა 1959-2018წწ მოღვ.  1986-97წლებში ბეთანიის მონასტრის, ხოლო 1998-2018 წლებში კარმელის მთის მონასტრის წინამძღვარი 



აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე არქიმანდრიტი. დაიბადა 1959 წლის 23 ივლისს გაგრაში. 1984 წლიდან ცხოვრობდა ბეთანიის მონასტერში. 1986 წლის ბოლოდან 1997 წლის 14 იანვრამდე იყო ბეთანიის მონასტრის წინამძღვარი. მიიცვალა 2018 წლის 17 აგვისტოს.

1997 წლის მაისში მან პატრიარქის კურთხევით დააარსა ჯერ ტაბარუკის ღმრთისმშობლის შობის სკიტე სოფელ ტაბარუკში, ხოლო 1998 წლის სექტემბერში დაიწყო (ჩვენ სამთან - მის სულიერ შვილებთან ერთად) დაიწყო აღდგომის მამათა მონასტრის შენება კარმელის მთაზე (ზღვის დონიდან 1280 მეტრ.), ტაბარუკის მიდამოებში. ტაბარუკი მცხეთის რაიონია.

მიიცვალა კარმელის მთაზე და აქვეა დაკრძალული




აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე არქიმანდრიტი 1959-2018წწ მოღვ.  1959-2018წ. 1986-97წლებში ბეთანიის მონასტრის, ხოლო 1998-2018 წლებში კარმელის მთის მონასტრის წინამძღვარი დაბ. გაგრა

დაბადების ადგილი: ქ. გაგრა.

დაამთავრა მოსკოვის ერთ-ერთი ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.


მოსკოვში სწავლის დროს შეუერთდა მაშინდელ ახალგაზრდულ ჰიპურ მოძრაობას. 1984 წლის 11 მარტს, დიდ მარხვაში, მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს, 24 წლის ასაკში მოინათლა მოსკოვის ილია წინასწარმეტყველის ეკლესიაში (Храм Илии Пророка Обыденного). 1984 წლის 20 მარტს ჩავიდა ბეთანიის მამათა მონასტერში, სადაც დაჰყო 1997 წლამდე. 1986 წელს აღიკვეცა ბერად და უწმიდესის ილია მეორის კურთხევით სახელად ეწოდა ლაზარე. ამავე წლის ლაზარეს შაბათს, ბერ ლაზარეს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიაკვნად, ხოლო სულთმოფენობის დღესასწაულზე მღვდლად დაასხა ხელი. 1987 წლიდან მამა ლაზარე დადგენილ იქნა ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად და წინამძღვრობდა 1997 წლის 14 იანვრამდე. 1991 წლის გაზაფხულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მამა ლაზარე აიყვანა არქიმანდრიტის წოდებაში. მამაო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღადგინა ქართული ხატწერის სკოლა. მისი დაწერილია არაერთი საყოველთაოდ ცნობილი ხატი – სვეტიცხოვლის კანკელის ხატები, სიონში სამი მღვდელთმთავრის: წმიდა გიორგის, თომა მოციქულის და ა.შ. მათ შორის სიონის დიდი ჯვარი ჯვარცმისა და აღდგომის გამოსახულებით და სალიტანიო ჯვარი, რომელიც ახლა სამების საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული. მან მოხატა წმიდა თამარ მეფის ტაძარი ბეთანიაში. ბეთანიის მთავარ ტაძარშიც ბევრი ხატია მის მიერ დაწერილი. მას ეკუთვნის არაერთი სასულიერო ლიტერატურა, როგორც სულიერ-ზნეობრივი, ასევე საღმრთისმეტყველო და პოლემიკური შინაარსის. მისი ნაშრომები გამოცემულია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც, ნათარგმნია სერბულ, ბულგარულ და სხვა ენებზე. 1997 წლის მარტში თავის ორ მორჩილთან ერთად გაემგზავრა ათონის წმიდა მთაზე. თვენახევრის შემდეგ იგი დაბრუნდა საქართველოში და 1997 წლის 20 მაისს დასახლდა სოფელ ტაბარუკში, სადაც დააარსა ღმრთისმშობლის შობის სკიტი. 1998 წლის შემოდგომას უფრო განმარტოვებული ცხოვრების მიზნით თავის სულიერ შვილებთან ერთად აირჩია სხვა ადგილი მონაზვნური ცხოვრებისათვის ერთ-ერთ მთაზე სოფელ ტაბარუკთან, სადაც დააარსა ტაბარუკის აღდგომის სახელობის მამათა მონასტერი. მამაომ თავის ხელით ააგო ორი ტაძარი და ორი სენაკი (ეხმარებოდნენ მისი მორჩილები და დროდადრო ბეტონის ჩასხმაში მონასტრის ახლობლები). ამასთან ერთად, მამაო წერდა წიგნებსა და ხატებსაც. 2016 წლის მაისში მამა ლაზარეს დასნეულდა და 2018 წელს გარდაიცვალა.


წყარო: ხარება - მართლმადიდებლული ინტერნეტ ჟურნალი: xareba.net; განგაშის ზარი: facebook.com


სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქის პრესცენტრი

მწუხარებით იუწყება, რომ 17 აგვისტოს გარდაიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის, ტაბარუკის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მაცხოვრის აღდგომის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

აბაშიძე - გვარის 37 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

აბაშიძე ირაკლი ანტონის ძე დეკანოზი
აბაშიძე ირაკლი ანტონის ძე - დეკანოზი. 1850-1926წწ დაკრძ. სოფ. ჭალა (საჩხერე) ბიოგრაფია სრულად ნახვა
აბაშიძე ფილიპე დეკანოზი
აბაშიძე ფილიპე - დეკანოზი. 2009 წლის 09 აგვისტო დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით სრულად ნახვა
აბაშიძე იოვანე ზურაბის ძე მღვდელი
აბაშიძე იოვანე ზურაბის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე არქიმანდრიტი
აბაშიძე ლაზარე (მიხეილ) პეტრეს ძე - არქიმანდრიტი.

დაბ. გაგრა 1959-2018წწ მოღვ.  1986-97წლებში ბეთანიის მონასტრის, ხოლო 1998-2018 წლებში კარმელის მთის მონასტრის წინამძღვარი 

სრულად ნახვა
აბაშიძე ანდრია დეკანოზი
აბაშიძე ანდრია - დეკანოზი. 2010 წლის 13 დეკემბერს დაჯილდოვდა: მიტრის ტარების უფლებით. რუსთავის სიონის მღვდელმსახური და წმ. იოაკიმე და ანას სამლოცველო სახლის წინამძღვარი. სრულად ნახვა
აბაშიძე ანტონ (დიმიტრი, დავით) ილიას ძე ეპისკოპოსი
აბაშიძე ანტონ (დიმიტრი, დავით) ილიას ძე - ეპისკოპოსი. დაბ. სოფ. ვეჯინი, გურჯაანი 1867-1942წწ.  ბიოგრაფია სრულად ნახვა
აბაშიძე გერმოგენი (გიორგი)  მღვდელმონაზონი
აბაშიძე გერმოგენი (გიორგი) - მღვდელმონაზონი. 1884-1937წწ  რეპრესირებულია ბიოგრაფია სრულად ნახვა
აბაშიძე გაბრიელი არქიმანდრიტი
აბაშიძე გაბრიელი - არქიმანდრიტი. 1900-იანი წლები ბიოგრაფია  სრულად ნახვა
აბაშიძე დიმიტრი (დავით) ილიას ძე - ეპისკოპოსი. სრულად ნახვა
აბაშიძე ივანე (იოანე) - მედავითნე.
აბაშიძე მიქაელი - მღვდელმონაზონი. 2013 წლის 26 აპრილს ბერად აღკვეცა. 2015 წლის 05 ივლისს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. სოფ. ვახანის (ხარაგაული) ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარ, სრულად ნახვა
აბაშიძე საბიანა - მონაზონი. 2014 წლის 18 აპრილს, სამონაზვნედ კურთხევა. სრულად ნახვა
აბაშიძე იობი (მამუკა) - ბერი. 2017 წლის 26 თებერვალს ბერად აღკვეცა. ტაბაკინის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერი. სრულად ნახვა
აბაშიძე გრიგოლ - არქიმანდრიტი. სრულად ნახვა
აბაშიძე დავით ბეჟანის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
აბაშიძე დიმიტრი სვიმონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
აბაშიძე ზაქარია ხახულას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
აბაშიძე იოსები - მღვდელი. სრულად ნახვა
აბაშიძე მარკოზ როსტომის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
აბაშიძე ნექტარიორი - არქიმანდრიტი. სრულად ნახვა
აბაშიძე იაკობი - დეკანოზი. 2009 წლის 07 აპრილს დაჯილდოვდა მიტრით. სრულად ნახვა

ბაშიძე ანტონი (როსტომი) (1743 – 12.04. 1821, რაჭა, სხვავის მონასტერი), სასულიერო მოღვაწე, იღუმენი.

აბაშიძე ვალერიანე  არქიმანდრიტი
აბაშიძე იოანე  არქიმანდრიტი
აბაშიძე მალაქია (გიორგი V) გარდ. 15.10.1722),  იმერეთის გამგებელი 1701 წლიდან. მალაქიას სახელით ბერად
აბაშიძე მარიამი მონაზონი, მეფე ერეკლეს დეიდაშვილი, მოკლული 1812 წელი 
აბაშიძე მაქსიმე II 1776-1795 აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი
აბაშიძე მელქისედეკი იღუმენი, გელათის მონასტრის წინამძღვარი 1505წ.  ქართველ სულთა მატიანე 2022წ. გვ. 26

აბაშიძე მურთაზ მანუჩარის ძე დ. 1955წ. მსახურობს ქ. რუსთავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, და არის ამავე ტაძრთან არსებულ წმ. იოაკიმე და ანას სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი. დაბ. რუსათვი.

აბაშიძე პეტრე  მონაზონი 
აბაშიძე საბელონი  არქიმანდრიტი
აბაშიძე სერაპიონი ცაგერელი მღვდელმთავარი მე-17-ე საუკუნე, ქართველ სულთა მატიანე 2022წ. გვ. 15 
აბაშიძე სვიმონ მიტროპოლიტი [1763][3]-1778წ.წ. ჯრუჭის (საჩხერე) მონასტრის წინამძვარი. ჯუმათელი მიტროპოლიტი
აბაშიძე სვიმონ ხონიდან 1869 -1919 წლებში ათონის ივერიის მონასტრის კუთვნილ წმიდა იოანნე ღვთისმეტყველის სენაკში მოღვაწე ქართველ ბერთა სია:


აბაშიძე მალაქია I 1519-XVI საუკუნის 40-იანი წწ. აფხაზეთის ( დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი


სრულად ნახვა
აბაშიძე იოსებ იოსების ძე - მღვდელი. გარდ. 1876წ. სრულად ნახვა
აბაშიძე მარინა (გრეტა) გიორგის ასული - მონაზონი. დაბ. 1953წ. ახალციხე სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.