სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11770

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ახვლედიანი ნინო მონაზონი

1895წ. მონაზონი მთაწმინდის (თბილისი) მამა დავითი

მღვდელი ნესტორ მაჭარაშვილის მიერ 1895 წელს გამოცემულ წიგნში ”აღწერა მთაწმინდის ეკლესიისა და წმინდა მამის დავითის ცხოვრებისა” მთაწმინდის ეკლესიის მონაზვნების შესახებ საინტერესო ცნობებს ვხვდებით: ”1830-1870 წლებში (ტფილისის) მამადავითის ეკლესიის გალავანში ცხოვრობდა ორი შესანიშნავი მშრომელი მონაზონი, სალომე ფორაქიშვილის ასული და ანასტასია კობიაშვილის ასული. ის საეკლესიო სახლები, რომლებიც ამ ეკლესიის გალავანშია, იმათი საკუთარი ხარჯით არის აშენებული. მათ სათითაოდ ჰქონდათ სკოლა. შეგირდები ბლომად ჰყოლიათ. სალომე გარდაიცვალა 1861 წ., ანასტასია კი 1871 წ. არის დღეს ცოცხალი კიდევ ერთი მონაზონი, 95 წლის ნინო (ახვლედიანისა), რომელიც ამ ეკლესიასთან თავის გაკეთებულ ქოხში ცხოვრობს…”. მონაზონთაგან შეგირდები, წერა-კითხვა-გალობის გარდა, სწავლობდნენ ჭრას, კერვას, ქსოვას და ქარგვას.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.