14 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) სამონაზვნეებად აკურთხა ჯიხეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტრის წევრები: მორჩილი აკვილინა ჩარკვიანი –– სახელად ეწოდა აკვილინა, მორჩილი ნინო ხაინდრავა - სახელად ეწოდა დომნიკა, მორჩილი თინათინ ცერცვაძე -– სახელად ეწოდა თინათინი, მორჩილი ნანა გაბუნია -– სახელად ეწოდა ნანა, მორჩილი ციალა მეგრელაძე სახელად ეწოდა ბარბარე, მორჩილი ნინო ხუსკივაძე სახელად ეწოდა პელაგია. მორჩილის კაბით შეიმოსნენ: ნონა ლიკლიკაძე და ნანი მეფარიშვილი.
გაბუნია - გვარის 31 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
გაბუნია პეტრე - დეკანოზი.
2011 წლის 13 მარტს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
13 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება. დეკანოზის წოდებით:
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მლვდელმსახური, მღვდელი თეოდოსი სარდანაძე; ბანოჯას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი დიმიტრი ყიფიანი; ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (სულხან-საბას ქუჩა), მღვდელი გიორგი კეშელავა; ზარათის წმინდა გიორგისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიების წინამძღვარი, მღვდელი იოანე მიხელიძე; ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ვაჟა-ფშაველას ქუჩა, გოჭოურა), მღვდელი იოსებ კოხრეიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი პეტრე გაბუნია; ქუთაის-გაენათის ეპარქიის მლვდელმსახური, მღვდელი პანტელეიმონ ხუბულავა; ქუთაისის მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი არსენ თვალიაშვილი.
2023 წლის 24 დეკემბერს, თბილისის კოდორის ხეობის წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა გიორგიმ (გურჩიანი) ბერად აღკვეცა მორჩილი ემზარ გაბუნია, რომელსაც სახელად სპირიდონი უწოდა
ფოტოზე გამოსახულნი არიან, მარცხნიდან: სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერი მიხეილ მახათაძე, სრულიად საქართველოს, კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) და დეკანოზი ალექსანდრე გაბუნია (კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი) სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (სიდამონიძე) სიონის საკათედრო ტაძარში მოღვაწე სასულიერო პირებთან ერთად.
სხედან მარცხნიდან: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე გაბუნია (+1967)საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II (+1972), დეკანოზი პახუმ ობოლაძე (შემდგომში პროტოპრესვიტერი) (+1982). დგანან: მღვდელი ირაკლი ღონღაძე (+1965), პროტოდიაკონი ამბროსი ახობაძე (+1977), მღვდელი გიორგი ჩაჩუა (შემდგომში დეკანოზი) (+1974). ფოტო გადაღებულია თბილისში 1960-იანი წლების დასაწყისში.
წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის დღესასწაულზე დამსწრე სასულიერო პირები. 1955 წელი
სხედან მარცხნიდან: სიონის ტაძრის დეკანოზი ალექსანდრე გაბუნია (შემდგომში პროტოპრესვიტერი 1880-1967), წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ზინობი (მაჟუგა, შემდგომში მიტროპოლიტი 1896-1985), სავარაუდოთ წმ. მიხეილ ტვერელის სახელობის ტაძრის მღვდელი ვასილ პლოხოტნიკოვი (1882-1958), დეკანოზი რომანოზ პეტრიაშვილი (შემდგომში მიტროპოლიტი 1887-1979).დგანან: წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის მამასახლისი, მღვდელი მიხეილ დიდენკო (შემდგომში არქიმანდრიტი მაქსიმე 1929-2000), მამადავითის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე საყვარელიძე (1891-1962), მღვდელი პახუმი ობოლაძე (შემდგომში პროტოპრესვიტერი 1898-1982). ფოტოს მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა პახუმის შვილს, ქალბატონ ეთერ ობოლაძეს.
გაბუნია გიორგი - დეკანოზი.
2011 წლის 23 იანვარს დაჯილდოვდა: დეკანოზის წოდებით და გამშვენებული ჯვრით: 2012 წლის 11 ნოემბერს დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით. 2020წ. მეორე ჯვრის ტარების უფლება
23 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: დეკანოზის წოდებით და გამშვენებული ჯვრით: ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი გაბუნია; დეკანოზის წოდებით: მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იოსებ ზაქარაიძე; მაღლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესის წინამძღვარი, მღვდელი დავით ჯანელიძე; პატრიკეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ხოჯავა; ქუთაისის (პანთეონი) წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რევაზ კოხრეიძე; წყალტუბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ხარაბაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი ლუკა წითური; თბილისის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი დიმიტრი ბურდული.
11 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება. მიტრით –- მუხათგვერდის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გაიოზ დვალი; მიტრით – ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გაბუნია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -– მუხათგვერდის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი ალიბეგაშვილი.
გაბუნია თადეოზი - დეკანოზი.
დაბ. 1952წ. 2010 წლის 07 მარტს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. 2015 წლის 05 ივლისს, დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით და მიტრით; სოფ. პატარა გლდანის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
7 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით: მღვდელი მელქისედეკ ხვედელიძე მღვდელი თადეოზ გაბუნია მღვდელი ლევან მათეშვილი მღვდელი კახაბერ შურღაია მღვდელი დავით დელიბაშვილი ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: მღვდელ-მონაზონი აარონი (კაპანაძე), მღვდელ-მონაზონი ნეოფიტე (უროტაძე).
5 ივლისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთათბილისის ეპარქიის სამღვდელოება:
გამშვენებული ჯვრითა და მიტრით სოფ. პატარა გლდანის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თადეოზ გაბუნია;
14 აპრილს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) სამონაზვნეებად აკურთხა ჯიხეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტრის წევრები: მორჩილი აკვილინა ჩარკვიანი –– სახელად ეწოდა აკვილინა, მორჩილი ნინო ხაინდრავა - სახელად ეწოდა დომნიკა, მორჩილი თინათინ ცერცვაძე -– სახელად ეწოდა თინათინი, მორჩილი ნანა გაბუნია -– სახელად ეწოდა ნანა, მორჩილი ციალა მეგრელაძე სახელად ეწოდა ბარბარე, მორჩილი ნინო ხუსკივაძე სახელად ეწოდა პელაგია. მორჩილის კაბით შეიმოსნენ: ნონა ლიკლიკაძე და ნანი მეფარიშვილი.
გაბუნია ილარიონ - ბერი.
2018 წლის 23 სექტემბერს, მცირე სქემაში აღკვეცა, ყინწვისის წმ. კეთილ-გონიერი ავაზაკის სახელობის მამათა მონასტერი;
23 სექტემბერს რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში მროველურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (მცირე სქემა) ყინწვისის წმ. კეთილ-გონიერი ავაზაკის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი ბასილ გაბუნია და სახელად ილარიონი უწოდა (წმ. ილარიონ დიდის სახელზე).
გაბუნია სტეფანე მღვდელი 1871წ. ლეხაინდრავო-ნაჯახავო (მარტვილი) მთავარანგელოზის ეკლესია, 1867წ. ნოსირის წმ. კვირიკეს და ივლიტას სახ. ეკლესია 1885წ. ონოღია (მარტვილი) წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
გაბუნია ბესარიონ მღვდელი 1903, 1916წ. ბანძა-ვედიდკარი (მარტვილი) მთავარანგელოზის ეკლესია 1871წ. მედავითნე, 1890წ. მღვდელი ბანძა-შაურიკარი (მარტვილი) წმიდა გიორგის ეკლესია
საქმე 8462 - ყმის (სოფ. ონოღიას მცხოვრებ გერიკოჩა ქაჯაიას ქალიშვილი ლომისახარ) ნასყიდობის წიგნი, მიცემული ,,მეღრელიის თავად'' ალექსანდრე ფაღავას მიერ იოანე პერექრესტოვის მეუღლე მარიამისადმი. დამწერი შაურის წმ. გიორგის ეკლესიის დეკანოზი, მღვდელი გიორგი გაბუნია