
აბდუშელიშვილი ვახტანგ მღვდელი, ითხვისში და შუქრუთის ნაცვლად კი მერევის ტაძარში მსახურობდა. ჭიათურის და საჩხერის ეპარქია, გარდ. 2017წ.
წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 73
მღვდელი ვახტანგი (აბდუშელიშვილი) დაიბადა 1969 წლის 16 აპრილს ქ. ჭიათურაში.
1987 წელს დაამთავრა ჭიათურის N2 საშუალო სკოლა.
1987-1988, 1990-1992 წწ. მუშაობდა პატარიძის სახელობის მაღაროში.
1988-1990 წწ. მოიხადა სამხედრო სამსახური.
1995-1998 წწ. მსახურობდა ნაგუთის წმ.
ნინოს სახელობის სამლოცველო სახლში მედავითნედ.
1998 წლიდან იყო საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭორვილის მაცხოვრის აღდგომის ტაძრის მედავითნე. 1999 წელს სწავლა
დაიწყო საჩხერის სასულიერო სემინარიაში.
2000 წლის 23 ნოემბერს დიაკვნად აკურთხა მთავარეპისკოპოსმა აბრაამმა და დაადგინა საჩხერის წმ. ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში.
2001 წლის 7 აპრილს მღვდლად აკურთხა მიტროპოლიტმა აბრაამმა. მსახურობდა ჭორვილის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში, დარკვეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში და ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში.
2010-2017 წლებში პარალელურად მსახურობდა შუქრუთის წმ. მარინესა და მერევის წმ. გიორგის სახელობის ტაძრებში. მამა ვახტანგს დიდი წვლილი მიუძღვის შუქრუთის ტაძრის აღდგენა-მშენებლობაში. ასევე, დაწყებული ჰქონდა მერევის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები.
2017 წლის 12 იანვარს გარდაიცვალა ტრაგიკულად. დარჩა მეუღლე და 2 შვილი.
მღვდელ ვახტანგს (აბდუშელიშვილი) მღვდლად კურთხევიდან 16 წელი შეუსრულდებოდა.
- 2001 წლის 7 აპრილს ჭორვილაში,
მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში დიაკონ ვახტანგს (აბდუშელიშვილი) მღვდლად დაასხეს ხელი.
- მღვდლად კურთხევა ჭიათურისა და საჩხერის მაშინდელმა მღვდელმთავარმა მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია) შეასრულა.
- მღვდელი ვახტანგი ამავე ტაძრის წინამძღვართან არქიმანდრიტ ბართლომესთან ერთად მსახურობდა.
- 6 თვის შემდეგ მღვდელ ვახტანგს ჭორვილაში მსახურების პარალელურად ამავე ეპარქიის სოფელ დარკვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრობა ჩააბარეს .
- მამა ვახტანგის ჭორვილაში მსახურების პერიოდში ამავე ეპარქიის სოფელ ითხვისის ტაძრის წინამძღვარი: მღვდელი დავითი (ბრეგვაძე) ავტო ავარიის შედეგად გარდაიცვალა.
- ამ შემთხვევის შემდეგ მისი დიდი სურვილი გახდა თავისსავე სოფელში თანასოფლელების გვერდით ღვთის ტაძარში ემსახურა.
(მამა ვახტანგი შეგახსენებთ წარმოშობით ითხვისიდან იყო)
- ის მღვდლად კურთხევიდან 8 თვის შემდეგ, 2002 წლის დეკემბერში ითხვისში ტაძრის ძინამძღვრად დანიშნეს.
- ძირითად ტაძრად მამა ვახტანგს ითხვისის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი ჰქონდა ჩაბარებული.
- პარალელურად დარკვეთში და შემდეგ კი ზოდშიც ასრულებდა მსახურებას.
- 2009-2015 წლებში დარკვეთისა და ზოდის ტაძრების ნაცვლად შუქრუთის წმინდა მოწამე მარინეს სახელობის ტაძარი ჩააბარეს.
- 2015 წლიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე ითხვისში და შუქრუთის ნაცვლად კი მერევის ტაძარში მსახურობდა.