2002წ. დედა ეკლესიის ქომაგი საჩხერე წმ. ნინოს ეკლესია
საჩხერე. წმ. ნინოს სახ. საკათედრო ტაძრის აშენება დაიწყო XX საუკუნის დასაწყისში კნეინა ელისაბედის თაოსნობით. 1910 წლის 4 დეკემბერს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, იკურთხა ტრაპეზი, აღევლინა პირველი წირვა.
1915 წლის 4 თებერვალს, ოთხშაბათ დღეს, წმ. ნინოს ტაძარი მარადიული სასუფევლის გზაზე აცილებს ერის მგოსანს დიდ აკაკის (წერეთელს).
კომუნისტური რეჟიმის დამყარებიდან მალევე ტაძარმა შეწყვიტა ფუნქციონირება.
1979 წელს აღდგა ღმრთისმსახურება.
1991 წლის 29 აპრილს ქ. საჩხერეში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამოიქცა ტაძრის გუმბათი, სამრეკლო და კედლები.
2002 წელს ქ. საჩხერის მკვიდრის, ბატონი გოჩა ჭიღლაძის თაოსნობით ტაძარი აღდგა და მოიხატა.
წყარო მარინე დემეტრაშვილი
