|
სიდამონ - ერისთავი შიო - დეკანოზი.
ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარის სიდამონ-ერისთავი მოძღვრი;
1760-იანიწ.
დეკანოზი
|
|
სიდამონ - ერისთავი ზაქარია შიოს ძე - დეკანოზი.
დაბ. თელავი 1763-1833წწ. დაკრძ. ღვთაების ეკლესიის გალავანში (თელავი). ბიოგრაფია;
1833წ.
ღვთივგანისვენა
დაკრძ. იქვე
|
|
ხარიტონაშვილი ხარიტონი - მედავითნე.
1840წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
|
|
შიუკაშვილი გიორგი - მთავარდიაკონი.
1840წ.
სრულად ნახვა
|
|
ზურაბიშვილი იოანე ელეფთერის ძე - მღვდელი.
1840, 1850, 1870წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
რაზმაძე სიმონ იოანეს ძე - დიაჩოქი.
1850, 1860წ.
დიაჩოქი
სრულად ნახვა
|
|
რაზმაძე კირილე სვიმონის ძე - დიაჩოქი.
1860წ.
დიაჩოქი
სრულად ნახვა
|
|
ზურაბაშვილი იოანე ელეფთერის ძე - მღვდელი.
1860, 1870წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
ცხვედიანიძე როსტომ - მედავითნე.
1870, 1871, 1880წ.
სრულად ნახვა
|
|
იმერლიშვილი ისაკ - მღვდელი.
1870-1888წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
ელიოზაშვილი ილარიონ - მღვდელი.
1871წ.
სრულად ნახვა
|
|
ჩიკვაიძე იოსებ მოსეს ძე - მღვდელი.
1875-1892წ.
სრულად ნახვა
|
|
ხატიაშვილი იოანე ვასილის ძე - მღვდელი.
დაბ. თელავი 1854-1927წწ ბიოგრაფია;
1893წ.
სრულად ნახვა
|
|
გოგნიაშვილი იოანე დავითის ძე - მღვდელი.
1870-1926წწ
1894-1897წ.
დიაკონი
სრულად ნახვა
გოგნიაშვილი
იოანე დავითის ძე მღვდელი გოგნიაშვილი იოანე დავითის ძე 1870-1926წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ზემო თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა)
გოგნიაშვილი
იოანე დავითის ძე მღვდელი 1870-1926წწ მოღვ. თიანეთი დაკრძ. ზარიძეები (თიანეთი) წმ გიორგის ტაძარში 1898წ. ახმეტა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია, 1894-1897წ. თელავის ფერიცვალების ტაძარი 1926 წლის 17 ნოემბერს საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით ალავერდის ეპარქიას ჩამოერთვა ფშავ-ხევსურეთის სამთავარხუცესო ოლქი და წილკნის ეპარქიის მმართველობაში გადავიდა. ამავე წლის დეკემბერში თიანეთის ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი გრიგოლ ჯინჭველაძე წერდა მამა მიხეილს: „მამაო მიხეილ! მე ჯერჯერობით ისევ ვრჩები თიანეთში. მღვდელი იოანე გოგნიაშვილი გადაყენებულ იქნება ამ ორკვირაში, აღარ შეუძლია სამსახური. მის ადგილზე დაინიშნა მღვდელი იროდიონ სისაური, ხოლო არტაან-ახალსოფლის შეერთებულ სამრევლოს ჯერ-ჯერობით მღვდელი არ ჰყავს.
1870 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. 1886-1892 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1893 წლის 14 მარტს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა და თელავის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1897 წლის 24 მარტს მღვდლად დაასხეს ხელი და ახმეტის წმინდა გვ177 კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. ამავე წლის სექტემბრიდან ახმეტის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთთ სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1900 წლის 18 დეკემბერს ზემო თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლობაც დააკისრეს. 1901 წლის 9 აპრილს ფშავ-ხევსურეთის ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. ამავე წლის 26 ივნისს გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან. 1911 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1913 წელს - სკუფიით დაჭჯილდოვდა. მიუხედავად მრავალი დევნისა და შევიწროებისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ შეუწყვეტია. მღვდელი იოანე 1926 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. დასაფლავებულია სოფელზარიძეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. საფლავის ქვაზე არის ასეთი წარწერა: „აქგანისვენებს ამავე სოფლის მღვდელი იოანე დავითის ძე გოგნიაშვილი, დაიბადა 1870 წელს, გარდაიცვალა 1926 წლის 5 დეკემბერს. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი“.
|
|
ოქრომჭედლიშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე - დეკანოზი.
1898წ.
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
|
ხელაშვილი მიხეილ იოსების ძე - დეკანოზი.
დაბ. თელავი 1842-1910წწ დაკრძ. თელავი ძველ სასაფლაოზე, ბიოგრაფია;
1899წ.
სრულად ნახვა
|
|
ბაკურაძე ნესტორ ნიკოლოზის ძე - მღვდელი.
დაბ. სოფ. ზნაკვა (ამბროლაური) 1961-1931წწ დაკრძ. ქვემო ხოდაშენი (თელავი) ბიოგრაფია
1899წ.
დიაკონი
სრულად ნახვა
|
|
ყარასაშვილი ზაქარია - დიაკონი.
1899წ.
დიაკონი
სრულად ნახვა
ყარასაშვილი ზაქარია 1871წ. მედავითნე 1896-1913წწ დიაკონი თელავის ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია 1870, 1880წ. მედავითნე თელავი ღვთიმშობლის შობის ეკლესია 1899წ. დიაკონი თელავის ფერიცვალების ტაძარი 1901წ. დიაკონი, იყალთო (თელავი) წმიდა სტეფანეს, იოანე ნათლისმცემლის, ფერიცვალობის, ღვთაების, ეკლესია 1914წ. კისისხევი (თელავი) ქრისტეს ფერიცვალების ეკლესია, თელავის მაზრა
|
|
ქარსაველი ალექსანდრე შალვას ძე - მღვდელი.
დაბ. 1864წ.
1900წ.
მედავითნე
სრულად ნახვა
ქარსაველი ალექსანდრე შალვას ძე, დაიბადა 1864 წელს, წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ომალოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (თუშების, თიანეთის მაზრა)
90. სოფელ ომალოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (თუშების, თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ალექსანდრე შალვას ძე ქარსაველი
1864 წელს დიაკვნის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თელავის საქალაქო სასწავლებელი. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი შიო-მღვიმეს მონასტერში შეისწავლა. 1885 წელს ვარძიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის მედავითნედ დაინიშნა. 1888 წელს ხევსურეთში, გუდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1890 წელს ახალსოფლის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1891 წლის 14 სექტემბერს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და ამავე სამრევლოში მედავითნის შტატში დაადგინა. 1896 წლის 28 თებერვალს მაღრანის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. 1898 წლის 20 იანვარს თიანეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითხედ დაადგინეს. 1900 წლის 17 მარტს კარდენახის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესეს. 1900 წლის 27 ნოემბერს თელავის „ღვთაების” სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1903 წლის 16 ივლისს პირველ მედავითნედ დაადგინეს. 1908 წელს მღვდლად დაასხეს ხელი და ომალოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1910 წელს გოგაშენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1914 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა. 1914 წლის 29 აგვისტოს გურჯაანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. ჰყავდა მეუღლე მარიამ სვიმონის ასული დაბადებული 1874 წელს და ერთი ქალიშვილი თეოდოსია დაბადებული 1902 წელს.
|
|
მაისურაძე ვასილ ესტატეს ძე - მღვდელი.
1903წ.
სრულად ნახვა
|
|
ყარასაშვილი ალექსანდრე - დიაკონი.
1904წ.
სრულად ნახვა
ყარასაშვილი ალექსანდრე დიაკონი 1901წ. თელავი ღვთიმშობლის შობის ეკლესია 1904წ. თელავის ფერიცვალების ტაძარი
|
|
არავაძე ვასილ - მღვდელი.
1904-1908წ.
სრულად ნახვა
არავაძე ვასილ მღვდელი
არავაძე ვასილ მღვდელი 1909-1916წ. კოღოთო (ახმეტა) წმიდა გიორგის ეკლესია თელავის მაზრა 1904-1908წ. დიაკონი თელავის ფერიცვალების ტაძარი
|
|
პერტაია ისიდორე ოქროპირის ძე - მღვდელი.
1875-1915წწ
1904-1910წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
პერტაია ისიდორე ოქროპირის ძე მღვდელი 
56. ქალაქ თელავის „ღვთაების“ სახელობის ტაძარი - წინამძღვარი მღვდელი ისიდორე ოქროპირის ძე პერტაია
1875 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1892-98 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1898 წლის 25 ოქტომბერს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 1 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და მუსხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1899 წლის 1 მარტს ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და თიანეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. ამავე წელს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1900 წლის 30 დეკემბერს თავის სამთავარხუცესოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიების გარემონტებისა და შეკეთებაში მიღებული დიდი ღვაწლისათვის საგვერდულით დაჯილდოვდა. გვ180 1902 წლის 14 დეკემბერს თელავის „ღვთაების“ ფერისცვალების სახელობის ეკლესიის წინამძღვრჯდ დაინიშნა. 1910 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოედა. 1911 წლის 15 ივლისს კობის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად, გადაიყვანეს 1912 წლის დეკემბერში თავისი თხოვნის საფუძველზე გადადგა ამ სამრევლოდან. 1913 წლის 20 იანვარს ყანჩავეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, მღვდელი ისიდორე 1915 წლის 11 მაისს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა. ჰყავდა მეუღლე, რომელიც 1902 წელს მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. დარჩა სამი .შვილი: მარგალიტა დაბადებული 1900 წელს, ვახტანგი - დაბადებული 1901 წელს და ელენე დაბადებული 1902 წელს.
|
|
ოთარაშვილი დავითი - მღვდელი.
1909-1914წ.
სრულად ნახვა
ოთარაშვილი
დავით მღვდელი 1917წ. კურდღელაური (თელავი) ღვთიმშობლის მიძნების ეკლესია, თელავის მაზრა 1909-1914წ. მედავითნე თელავის ფერიცვალების ტაძარი
|
|
მაისურაძე დავითი - მღვდელი.
1911წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
მაისურაძე დავით მღვდელი
მაისურაძე დავით მღვდელი 1911წ. თელავის ფერიცვალების ტაძარი
|
|
ჯაოშვილი ეპიფანე - დეკანოზი.
1870-1931წწ დაბ. სოფ. ნიგოზეთი, ჭიათურა
1912, 1914წ.
დეკანოზი
სრულად ნახვა
|
|
კანდელაკი სფირიდონ (სპირიდონ) - მღვდელი.
1913წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
კანდელაკი სფირიდონ მღვდელი 1913წ. თელავის ფერიცვალების ტაძარი
|
|
მაზანაშვილი იოსები - დიაკვანი.
1928წ.
დიაკვანი
სრულად ნახვა
|
|
ღვინიაშვილი ლეონტი ილია ძე - დეკანოზი.
დაბ. თელავი 1872-1935წწ. ბიოგრაფია
1931-1935წ.
დეკანოზი
სრულად ნახვა
ღვინიაშვილი ლეონტი ილია ძე 1872-1935წწ. წინამძღვარი მღვდელი, სხვა წყარო 1928წ შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გარდ. 1935წ. 1895-1910წ. ვანთა (თელავი) ხელთუქმნელი ხატის ეკლესია 1911-15წ. კურდღელაურის (თელავი) თომას (კვირაცხოვლის)/ წმ. გიორგის ეკლესია 1872 წელს დაიბადა. 1888-94 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1894 წლის 1 მაისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 6 მაისს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ვანთის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1899 წლის 4 ივლისს მღვდელი ლეონტი თელავი-სიღნაღის სასწავლო კომიტეტში დეპუტატად აირჩიეს. 1902 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო - 1910 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. ამავე წლის 10 ივლისს კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1912 წლის 9 თებერვალს თელავის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1915 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. 1917 წლის სექტემბრიდან ალავერდის ეპარქიის საეპკარქიო საბჭოს წევრია. 1918 წლიდან ახმეტის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარად დაინიშნა და სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრისა და 1920 წლის 27 ივნისის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის | და II საეკლესიო კრებებზე. 1919 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1920 წელს ახსმეტის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1922 წლის სექტემბერში და 1924 წლის დასაწყისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორჯერ დააპკატიმრეს და რამოდენიმე თვე ციხეში გაატარა. 1924 წლის აპრილიდან შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1929 წლის აღდგომას ალავერდელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) ენქერით დააჯილდოვა. 1931 წლის მარტში ქ. თელავის „ღვთაების” სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად და ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესად დაინიშნა. 1933 წლის აღდგომას ალავერდის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით მიტრით დაჯილდოვდა. დეკანოზი ლეონტი 1935 წლის 6 მარტს (მეორე ვერსიით 7 აპრილს) გარდაიცვალა. იგი თელავის საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს.
|
|
ცერცვაძე გრიგოლი - ალავერდელი მიტროპილიტი.
დაბ. სოფ. ვაზისუბანში გურჯაანი (1910-1991) , ცხოვრ. თელავში. ილია მეორეს დაადგა ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთა ისტორიული მიტრა. ბიოგრაფია
1977წ.
ეპისკოპოსი
სრულად ნახვა
|
|
ლომიაშვილი გიორგი - დეკანოზი.
1977წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
ჩაგელიშვილი ანთიმოზ გაბრიელის ძე - დეკანოზი.
დაბ. სოფ. ბარი (ქლუხორი, ყარაჩაევა ჩერქეზია, რუსეთი) 10 იანვარი 1946წ. დიაკვნად კურთხევა 07 ნოემბერი 1976წ. მღვდლად ხელდასხმა 19 დეკემბერი 1976წ. დეკანოზი 28 აგვისტო 1983წ. გამშვენებული ჯვრით და მიტრით დაჯილდოვება 02 ივლისი 1989წ.
1977წ.
მღვდელი
სრულად ნახვა
|
|
ტოროშელიძე მარიამი (ეკა) ომარის ასული - მონაზონი.
დაბ. 12 ივლისი 1970წ. მონაზვნის სამოსი (მორჩილის კაბა და თავსაბურავი). 14 აგვისტო 1999წ. ანაფორაში აღკვეცა 25 აპრილი 2004წ.
2003-2026წ.
მდგომარეობით
მონაზონი
სრულად ნახვა
ტოროშელიძე მარიამი მონაზონი, ალავერდის ეპარქია, 1993წ. თელავის ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია გვ. 76 მონაზონი მარიამი (ტოროშელიძე) დაიბადა 1970წ. 12 ივლისს, ქ. თბილისში. დავიბადე თბილისში. ვსწავლობდი ხან თბილისში 51-ე სკოლაში სადაც დედაჩემის სახლი იყო ვერაზე, ხან ჩვენი ოჯახი სამსახურებრივად გადადიოდა ამბროლაურში და იქ სოფელ ლიხეთის საშუალო სკოლაში. 1994 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1995 წ. ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მეორადი ფაკულტეტი. 1994-95 წლებში მუშაობდა წმინდა ილია მართლის გიმნაზიაში პედაგოგად. ამავდროულად იყო რეგიონალური გაზეთების კორესპოდენტი. 1996 წლიდან ცხოვრობს ალავერდის ეპარქიაში. 1996-2003 წლებში ცხოვრობდა ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტერში. 2003 წლიდან აბბა ალავერდეი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით მონაზვნური ცხოვრება განაგრძო თელავის ღვთაების მონასტერში. 2005 წლიდან ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა დაიწყო ალავერდის მონასტრის რეაბილიტაცია, აღადგინა ალავერდელი მღვდელმთავრების საეპისკოპოსო სასახლე და დამკვიდრდა ალავერდში. ამ პერიოდიდან დღემდე მონაზონი მარიამი ჩართულია ალავერდის საეპისკოპოსო რეზიდენციის მსახურებაში. ეკა ტოროშელიძე მოინათლა 1989 წლის ივნისში, სიონის საკათედრო ტაძარში, ღირსი მამისდავით გარეჯელის ხსენების დღეს. 1990 წლის 4 დეკემბრიდან იყო გარეჯის მონასტრის წინამძღვრის მამა ირაკლი მახარაძის მრევლი. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ემზადებოდა სამონასტრო ცხოვრებისათვის და 1996 წლიდან დამკვიდრდა ახალი შუამთის მონასტერში. სადაც 1999 წელს 14 აგვისტოს შეიმოსა მონაზვნის სამოსი (მორჩილის კაბა და თავსაბურავი). 2004 წლის 25 აპრილს, მენელსაცხებლე დედების კვირას, თელავის ღვთაების მონასტერში აღიკვეცა ანაფორაში. ალავერდის ეპარქიის პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილია მისი ავტორობით ათეულობით სტატია, უძღვებოდა რუბრიკას-ეპარქიის ქრონიკა. დღეს ჩართულია პრესცენტრის საქმიანობაში. მონაზონი მარიამის მშობლები იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, აღმსარებლები და მაზიარებლები. მამა -ომარი(კუკური) ტოროშელიძე, დედა-მზია ავაზნელი. [მონაცემები დაიწერა 2026 წლის 3 ოქტრომბერს]

დედა მარიამი, მამუკა ტოროშელიძესთან ერთად. 2026 წლის ფოტო.
|
| ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი |