ჩაგელიშვილი ანთიმოზ გაბრიელის ძე დეკანოზი მღვდელი 1980 წლიდან. 1989წ. ალავერდი (ახმეტა) წმიდა, გიორგი ტაძარი 1989წ. თელავის ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია
1977წ. მღვდელი თელავის ფერიცვალების (ღვთაება) ტაძარი
1989წ. დეკანოზი ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი/მონასტერი
1989წ. დეკანოზი თელავის ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია
ჩაგელიშვილი ანთიმოზ გაბრიელის ძე დეკანოზი
დეკანოზი ანთიმოზ ჩაგელიშვილი 1946 წლის 10 იანვარს ქლუხორის რაიონის სოფ. ბარში დაიბადა.
1966 წელს დაამთავრა თელავის რაიონის სოფელ რუისპირის საშუალო სკოლა.
1972-75 წლებში მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1976 წლის 7 ნოემბერს ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ცერცვაძე) დიაკვნად აკურთხა. ამავე წლის 19 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი.
1979 წელს 27 სექტემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.
1983 წლის 28 აგვისტოს ალავერდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა დეკანოზის წოდება მიანიჭა.
1989 წლის 2 ივლისს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ენქერით, გამშვენებული ჯვრითა და მიტრით დააჯილდოვა. მსახურობდა ალავერდის და თელავის ღვთაების ტაძრებში. ამჟამად მსახურობს თელავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად.
1977 წლის მონაცემებით თელავის ღვათების ეკლესია -- ეპისკოპოსი გიორგი (ცერცვაძე), მღვდელი გიორგი ლომიაშვილი, მღვდელი ანთიმოზ ჩაგელიშვილი.