ტოროშელიძე მარიამი მონაზონი, ალავერდის ეპარქია, 1993წ. თელავის ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია გვ. 76
მონაზონი მარიამი (ტოროშელიძე) დაიბადა 1970წ. 12 ივლისს, ქ. თბილისში.
დავიბადე თბილისში. ვსწავლობდი ხან თბილისში 51-ე სკოლაში სადაც დედაჩემის სახლი იყო ვერაზე, ხან ჩვენი ოჯახი სამსახურებრივად გადადიოდა ამბროლაურში და იქ სოფელ ლიხეთის საშუალო სკოლაში.
1994 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1995 წ. ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მეორადი ფაკულტეტი. 1994-95 წლებში მუშაობდა წმინდა ილია მართლის გიმნაზიაში პედაგოგად. ამავდროულად იყო რეგიონალური გაზეთების კორესპოდენტი. 1996 წლიდან ცხოვრობს ალავერდის ეპარქიაში. 1996-2003 წლებში ცხოვრობდა ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის მონასტერში. 2003 წლიდან აბბა ალავერდეი მიტროპოლიტი დავითის ლოცვა-კურთხევით მონაზვნური ცხოვრება განაგრძო თელავის ღვთაების მონასტერში. 2005 წლიდან ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა დაიწყო ალავერდის მონასტრის რეაბილიტაცია, აღადგინა ალავერდელი მღვდელმთავრების საეპისკოპოსო სასახლე და დამკვიდრდა ალავერდში. ამ პერიოდიდან დღემდე მონაზონი მარიამი ჩართულია ალავერდის საეპისკოპოსო რეზიდენციის მსახურებაში.
ეკა ტოროშელიძე მოინათლა 1989 წლის ივნისში, სიონის საკათედრო ტაძარში, ღირსი მამისდავით გარეჯელის ხსენების დღეს.
1990 წლის 4 დეკემბრიდან იყო გარეჯის მონასტრის წინამძღვრის მამა ირაკლი მახარაძის მრევლი. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ემზადებოდა სამონასტრო ცხოვრებისათვის და 1996 წლიდან დამკვიდრდა ახალი შუამთის მონასტერში. სადაც 1999 წელს 14 აგვისტოს შეიმოსა მონაზვნის სამოსი (მორჩილის კაბა და თავსაბურავი). 2004 წლის 25 აპრილს, მენელსაცხებლე დედების კვირას, თელავის ღვთაების მონასტერში აღიკვეცა ანაფორაში.
ალავერდის ეპარქიის პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილია მისი ავტორობით ათეულობით სტატია, უძღვებოდა რუბრიკას-ეპარქიის ქრონიკა. დღეს ჩართულია პრესცენტრის საქმიანობაში.
მონაზონი მარიამის მშობლები იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, აღმსარებლები და მაზიარებლები. მამა -ომარი(კუკური) ტოროშელიძე, დედა-მზია ავაზნელი.
[მონაცემები დაიწერა 2026 წლის 3 ოქტრომბერს]

დედა მარიამი, მამუკა ტოროშელიძესთან ერთად. 2026 წლის ფოტო.