დაიბადა 05 იანვარი 1990 წელს

ხელდასხმა
ამა წლის 21 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა, საჩხერის წმ. ნინოს საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან ჯუანშერს (ფხალაძე). მღვდელი ჯუანშერი იმავე ტაძარში იმსახურებს.

ფხალაძე ჯუანშერი გივის ძე მღვდელი დაბ. 1990წ. საჩხერის საკათედრო ტაძარი 2023წ მდგომარეობით
მღვდელი ჯუანშერი (ფხალაძე) დაიბადა 1990 წლის 5 იანვარს ქალაქ ჭიათურაში, გივი ფხალაძისა და ნანა გველესიანის, მართლმადიდებელ ქრისტიანთა, ოჯახში.
1992 წელს მონათლეს მღვიმევის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის სახ. ეკლესიაში.
1996-2007 წლებში სწავლობდა ქ. ჭიათურის N9, N1, N4 საჯარო სკოლებსა და მრავალპროფილურ ლიცეუმში.
2007 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში, რომელიც 2011 წელს დაასრულა ბაკალავრის აკადემიური ხარისხით, სატყეო მეურნეობის მიმართულებით.
2010 წლის ბოლოს, შობის მარხვაში, შემოსეს სტიქრით.
2011 წელს დაიწყო მედავითნეობის შესწავლა.
2011 წელს მოძღვრის, დეკანოზ ბესარიონის (მენაბდე) კურთხევით, ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარმატებით დაასრულა 2015 წელს და მიენიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2015 წელს დაოჯახდა მარიამ კაციტაძეზე და საცხოვრებლად დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში.
2015-2017 წლებში მედავითნედ მსახურობდა მღვიმევის წმ. ეკატერინეს სახ. დედათა მონასტერში, ზოდის წმ. გიორგის სახ. და ხრეითის წმ. გიორგის სახ. ტაძრებში.
2017 წლის 2 აპრილს, დიდი მარხვის მეხუთე კვირას, ღირსი დედის, წმ. მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს, ქ. საჩხერის წმ. ნინოს სახ. საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგიაზე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა მოძღვრის, დეკ. ბესარიონის (მენაბდის) წარდგინებით ხელი დაასხა დიაკვნად და დაადგინა სოფ. სავანის წმ. გიორგის სახ. ტაძარში.
2019 წელს, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, დაინიშნა ქ. ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახ. მართლმადიდებლურ სკოლაში საღმრთო რჯულის პედაგოგად.
2019 წლის 21 აპრილს, დიდი მარხვის მეექვსე კვირას, ქ. საჩხერის წმ. ნინოს სახ. საკათედრო ტაძარში, ბზობის სადღესასწაულო მსახურებაზე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ხელი დაასხა მღვდლად და დაადგინა ამავე ტაძრის მღვდელმსახურად.
2021 წელს, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, დაინიშნა საჩხერის საავადმყოფოში წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახ. სამლოცველოს მღვდელმსახურად. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.