1914წ. მედავითნე თელავის ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია
1924წ. მღვდელი ახალგორი წმიდა გიორგის ეკლესია
ფხალაძე ერასტი მედავითნე 1914წ. თელავის ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია
ტაძრის წინამძღვარია მღვდელი ერასტი დიმიტრის ძე ფხალაძე. დაიბადა 1886 წლის 16 ოქტომბერს. 1904 წლის 26 მაისს დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი | ხარისხის დიპლომით და იმავე წლის 9 დეკემბერს განამწესეს მედავითნედ სოფელ ყულფში. 1907 წლის 28 თებერვლიდან მედავითეობს ახალდაბაში, შემდეგ ოძისში. 1908 წლის 28 თებერვლიდან თბილისის მაზრის სოფელ ახალსოფელში. 1913 წლის ჩააბარა მასწავლებლის გამოცდები. 1914 წლის 9 იანვარს გადაიყვანეს თელავის საკათედრო ტაძარში, შტატიან მედავითნედ. იმავე წლის 6 დეკემბერს თბილისის ქაშვეთის ტაძარში ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად. 1916 წლის 20 თებერვალს ნაკურთხია მღვდლად. იყო საღმრთო სჯულის მასწავლებელი გუდაკოვას კერძო გიმნაზიაში, 1916-1918 წლებში. 1920 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ლეონიდეს (ოქროპირიძე) მიერ დაჯილდოვდა კამილავკით. 1921 წლის 28 ნოემბრიდან კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) კურთხევით ინიშნება სოფელ ახალგორში. 1922 წლის ნოემბერში მიიღო მადლობის სიგელი. 1926 წლის 27 მაისს დაჯილდოვდა მკერდის ოქროს ჯვრით.


