ტაძარი შენდება ძველი ეკლესიის საძირკველზე. ტაძრის აშენების ინიციატორები არიან: კახა ფიფია, ვეფხვია შელია,
დეკანოზი გიორგი ბერიშვილი, ლევან შეროზია, კობა შეროზია. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2003 წელს, საძირკველი
აკურთხა მიტროპოლიტმა გერასიმემ.
ტაძრის საძირკვლის მოწყობა, ჯვრის აღმართვა, სამრეკლოს აშენება და კედლების ბათქაში განხორციელდა სოფლის
მოსახლეობის შემოწირულობით. შემდგომ ქტიტორი გახდა მოსკოვში მცხოვრები, საჩინოელი ზაურ (ალიკო) შეროზია,
ხოლო მშენებლობას ხელმძღვანელობდა მისი ძმა გურამ შეროზია.
ტაძრის არქიტექტორია ეკატერინე შეროზია. მშენებლები: აბე შანავა, როლანდ მატუა, მაცი კეკუა, ჟორჟი ღვინჯილია.
ქვის დამუშავების სამუშაოები ჩაატარეს შერმადინ ხვიჩავამ და იურა აბრალავამ.
ტაძარში წლების განმავლობაში პარაკლისს იხდის და სოფელს ემსახურება დეკანოზი თეიმურაზ მესხია.
გვ195