სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12239

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ანდრიაშვილი იოანე ანტონის ძე მღვდელი

1861-1923წწ

ანდრიაშვილი იოანე ანტონის ძე მღვდელი

ანდრიაშვილი იოანე ანტონის ძე  1861-1923წწ წინამძღვარი, II ოლქისმთავარხუცესი მღვდელი სოფელ ბარისახოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (თიანეთის მაზრა), 1888, 1898წ. ნორიო (გარდაბანი) ნათლიმცემლის ეკლესია


1918 წელს წილკნის ეპარქიაში იყო სამი სამთავარხუცესო: | ოლქი, მუხრანი –- მთავარხუცესი, დეკანოზი გიორგი მარინდაშვილი; II ოლქი, დუშეთი მთავარხუცესი, მღვდელი ევგენი კაველაშვილი; III ოლქი, ფასანაური “ მთავარხუცესი, მღვდელი ალექსანდრე კავკასიძე. საეპარქიო საბჭოს თავჯდომარე იყო სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის დეკანოზი ალექსანდრე ჯალიაშვილი, ეპარქიის მდივანი წილკნის საკათედრო ტაძრის მღვდელი იოანე ანდრიაშვილი.


1861 წელს დიაკვნის ოჯახში დაიბადა. 1881-87 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომელიც პირევლი ხარისხის დიპლომოთ დაამთავრა. 
1887 წლის 21 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ (რაევი) დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს კი - მლვდლად დაასხა ხელი და მხურვალეთის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1888 წლის 28 მაისს ნორიოს მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1897 წლის 20 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1899 წლის 11 სექტემბერს გლდანის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 15 სექტემბერს ავჭალის არასრულწლოვანთა შრომა-გამოსასწორებელ კოლონიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1906 წლამდე ასწავლიდა (ამ წელს კოლონია დაიკეტა). პარალელურად 1899 წლის 28 ოქტომბრიდან ასწავლიდა საღვთო სჯულს გლდანის სასწავლებელში.
1901 წლის 15 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა.
1902 წლის 1 მაისს წმინდა მოციქულ თომას სახელზე აშენებულ სამლოცველოზე გაწეული მზრუნველობისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.
1905 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.
1908 წლის 17 ოქტომბერს ამტნისხევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს, სადაც 1909 წლის 15 ივნისამდე იმსახურა. ამავე წლის 4 ივლისს ბარისასოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ფშავხევსურეთის მეორე ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს.
1912 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. ამავე წლის 12 სექტემბერს თიანეთის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.
1915 წლის 5 სექტემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა მთავარხუცესის მოვალეობიდან, ბარისახოს სამრევლოს წინამძღვრობიდან და თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსასურად დაინიშნა.
1916 წლის 10 თებერვალს კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მღვდლად განამწესეს.
1918 წელს წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და წილკნის საეპარქიო საბჭოს მდივნად დაინიშნა. XX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში დეკანოზის წოდება მიენიჭა.
დეკანოზი იოანე 1923 წლის 25 თებერვალს გარდაიცვალა. 

ანდრიაშვილი - გვარის 6 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ანდრიაშვილი დიმიტრი - დიაკვანი. სრულად ნახვა
ანდრიაშვილი ეგნატე - მედავითნე. სრულად ნახვა
ანდრიაშვილი ვასილი - კეთლმოწესე. სრულად ნახვა
ანდრიაშვილი ბესარიონი - მღვდელი. სრულად ნახვა
ანდრიაშვილი იოანე ანტონის ძე - მღვდელი. 1861-1923წწ სრულად ნახვა
ანდრიაშვილი ზენონი (ნიკა) - ბერდიაკვანი.
2016 წლის 03 იანვარს, ბერად აღკვეცა;
სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.