2007 წლის 2 ივნისს, ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელს მიანიჭა დეკანოზის წოდება და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა; 2013 წლის 10 მარტს, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.
2010წ.
მდგომარეობით
დეკანოზი
ფოთი წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამონასტრო კომპლექსი კუნძულის უბანი.

ბასილაია თევდორე დეკანოზი,ფოთისა და ხობის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.61 ფოტო
საპატრიარქოს უწყებანი N19 7-13 ივნისი 2007წ გვ. 8
დაჯილდოება
2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერში სამღვდელოება დააჯილდოვა: ფოთის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გრიგოლ დონდუა – გამშვენებული ჯვრით; ჭალადიდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი გენძეხაძე ოქროს ჯვრით; ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის მწირველი, მღვდელ ილია ლომაიას მიანიჭა დეკანოზის წოდება; ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ თევდორე ბასიალიას მიანიჭა დეკანოზის წოდება და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა; ხეთას მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი კირიონ დარასელია დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით.
დაჯილდოება
10 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით -–– ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი; მიტრით ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურნი: დეკანოზი გიორგი შალამბერიძე და დეკანოზი ბესარიონ ხვისტანი; ფოთის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე ბასილაია.
ქ. ფოთის ტერიტორიაზე არსებული მოქმედი ტაძრები 2010წ.
1. ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი _ ცენტრის უბანი, დეკ. კონსტანტინე ბურჯანაძე, მღვდ. ცოტნე ბიწაძე, დიაკ. იოანე კორძახია, დიაკ. დავით ლომთაძე.
2. ივერიის ღვთისმშობლის სახ. ტაძარი _ კუნძულის უბანი, დეკ. თეიმურაზ გოგიაშვილი.
3. წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამონასტრო კომპლექსი _ კუნძულის უბანი, დეკ. თევდორე ბასილაია.
4. წმ. ილია მართლის სახ. ტაძარი _ ნაბადის უბანი, დეკ. გრიგოლ დუნდუა, მღვდ. ნიკოლოზ კორძახია.
5. წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარი _ ნინოშვილის უბანი, მღვდ. ამბროსი ხოშტარია.
6. წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარი _ პორტის უბანი, მღვდ. სერაფიმე მესხი