
გოგიაშვილი თეიმურაზ დეკანოზი, ფოთისა და ხობის ეპარქიის მღვდელმსახური, ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გარდ. 2021წ. ფოტო მცირე ბიოგრაფია
2021 წლის 7 დეკემბერს, გარდაიცვალა ფოთისა და ხობის ეპარქიის მღვდელმსახური, ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი.
მამა თეიმურაზი 1978 წელს დიაკვნად აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, 1979 წელს კი თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხეს ხელი. 1980 წლიდან გარდაცვალებამდე,
41 წლის განმავლობაში, იგი ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მსახურობდა და ერთგულად ემსახურებოდა ქრისტეს რწმენასა და მრევლს.
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ იგი აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, სხვადასხვა დროს კი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით, გამშვენებული ჯვრით, მიტრითა და ორი ჯვრის ტარების უფლებით.
დეკანოზ თეიმურაზს 2021 წლის 9 დეკემბერს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებენ და ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.

მარცხნივ გოგიაშვილი თეიმურაზი დეკანოზი. ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ღვთივგანისვენა 2021წ. მარჯვნივ მღვდელი ნიკოლოზ გოგოლაძე;

საპატრიარქოს უწყებანი N32 22-28სექტემბერი 2005წ გვ.24
ალავერდობა. 1978 წელი
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამღვდელო კრებულთან ერთად ლიტანიობისას უკანა რიგში: ეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) (+1992 წ). მათ წინ: არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხაძე); ჯვრით ხელში დეკანოზი ანდრია ჩახვაშვილი (ამჟამად რუსთველი მიტროპოლიტი ათანასე). წინა პლანზე: მღვდელი (ამჟამად დეკანოზი) ანთიმოზ ჩაგელიშვილი; სტიქაროსნები: ივანე ბეწუნაიძე (აწ გარდაცვლილი დეკანოზი იოანე) და თემურ გოგიაშვილი (ამჟამად ფოთისა და ხობის ეპარქიის დეკანოზი თეიმურაზი). ფოტო მოგვაწოდა ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დეკანოზმა იოანე მიტიჩაშვილმა.
დაჯილდოება
10 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით -–– ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი; მიტრით ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურნი: დეკანოზი გიორგი შალამბერიძე და დეკანოზი ბესარიონ ხვისტანი; ფოთის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე ბასილაია.