სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12239

მთავარი იუბილარი/ ხსენება

გოგიაშვილი თეიმურაზი დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

გოგიაშვილი თეიმურაზი დეკანოზი

 გარდ. 2021წ. დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრით 2013 წლის 10 მარტს,; ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი

გოგიაშვილი თეიმურაზ დეკანოზი,  ფოთისა და ხობის ეპარქიის მღვდელმსახური, ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გარდ. 2021წ. ფოტო მცირე ბიოგრაფია

2021 წლის 7 დეკემბერს, გარდაიცვალა ფოთისა და ხობის ეპარქიის მღვდელმსახური, ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი.

 მამა თეიმურაზი 1978 წელს დიაკვნად აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, 1979 წელს კი თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხეს ხელი. 1980 წლიდან გარდაცვალებამდე,

41 წლის განმავლობაში, იგი ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მსახურობდა და ერთგულად ემსახურებოდა ქრისტეს რწმენასა და მრევლს.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მიერ იგი აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში, სხვადასხვა დროს კი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით, გამშვენებული ჯვრით, მიტრითა და ორი ჯვრის ტარების უფლებით.

დეკანოზ თეიმურაზს 2021 წლის 9 დეკემბერს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებენ და ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.

მარცხნივ  გოგიაშვილი თეიმურაზი დეკანოზი. ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ღვთივგანისვენა 2021წ. მარჯვნივ მღვდელი ნიკოლოზ გოგოლაძე;

საპატრიარქოს უწყებანი N32 22-28სექტემბერი 2005წ გვ.24

ალავერდობა. 1978 წელი

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამღვდელო კრებულთან ერთად ლიტანიობისას უკანა რიგში: ეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) (+1992 წ). მათ წინ: არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხაძე); ჯვრით ხელში დეკანოზი ანდრია ჩახვაშვილი (ამჟამად რუსთველი მიტროპოლიტი ათანასე). წინა პლანზე: მღვდელი (ამჟამად დეკანოზი) ანთიმოზ ჩაგელიშვილი; სტიქაროსნები: ივანე ბეწუნაიძე (აწ გარდაცვლილი დეკანოზი იოანე) და თემურ გოგიაშვილი (ამჟამად ფოთისა და ხობის ეპარქიის დეკანოზი თეიმურაზი). ფოტო მოგვაწოდა ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დეკანოზმა იოანე მიტიჩაშვილმა.

დაჯილდოება
10 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მეორე გამშვენებული ჯვრით -–– ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი; მიტრით ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურნი: დეკანოზი გიორგი შალამბერიძე და დეკანოზი ბესარიონ ხვისტანი; ფოთის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი  თეოდორე ბასილაია.

გოგიაშვილი - გვარის 10 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

გოგიაშვილი დავითი (ლაშა) ვაჟას ძე  დიაკვანი
გოგიაშვილი დავითი (ლაშა) ვაჟას ძე - დიაკვანი. რუსთავი ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო  სრულად ნახვა
გოგიაშვილი თეიმურაზი დეკანოზი
გოგიაშვილი თეიმურაზი - დეკანოზი.  გარდ. 2021წ. დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრით 2013 წლის 10 მარტს,; ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი სრულად ნახვა
გოგიაშვილი მარკოზი - მღვდელმონაზონი.
გოგიაშვილი პარმენ - მღვდელი. 1762-1782 წწ. აზატობის წყალობის წიგნი ერეკლე II-ისა; სრულად ნახვა
გოგიაშვილი ზაქარია - მღვდელი. სრულად ნახვა
გოგიაშვილი თომა - ბერი. სრულად ნახვა
გოგიაშვილი ლაზარე დავითის ძე - დიაკონი. სრულად ნახვა
გოგიაშვილი ნიკოლოზი - მედავითნე. სრულად ნახვა
გოგიაშვილი დავით ლაზარეს ძე - მთავარხუცესი. 1839-1917წწ.  ბიოგრაფია; სრულად ნახვა
გოგიაშვილი ონისე - დიაკვანი. 2012 წლის 21 სექტემბერს დიაკვნად ხელდასხმა. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.