2006-2011წ. ბერი მარტყოფი (ნორიო, გარდაბანი) ღვთაების მონასტერი
კვირიაშვილი ილარიონი არქიმანდრიტი 2023წ. კაცხის წმინდა სვიმეონ მესვეტის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი.
2026 წლის ფოტო. ავტორი გიორგი ხარატიშვილი;
არქიმანდრიტი ილარიონი ( კვირიაშვილი) დაიბადა 1982 წლის 8 დეკემბერს, ქ. რუსთავში.
2000 წ. დაამთავრა ქ. რუსთავის მე-2-ე საშუალო სკოლა. 2000 - 2003 წ.წ. სწავლობდა ქ. თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
2006 წლის დეკემბრიდან გახდა მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის მკვიდრი.
2007 წ. კაბოსანი მორჩილი ზენონის სახელით.
2010 წ. ბერად აღკვეცა და ეწოდა ილარიონი, წმ. ილარიონ ქართველის სახელზე.
2011 წ. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა -კურთხევით შეუერთდა კაცხის სვეტის წმ. სვიმეონ მესვეტის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს.
2011 წ. 28 აგვისტო ბერდიაკვნად კურთხევა.
2012 წ. 23 ოქტომბერი მღვდელმონაზვნად ხელდასხმა.
2016 წ. 17 იანვარი იღუმანის ხარისხში აყვანა.
ამავე წლის 5 სექტემბერს მიტროპოლიტმა დანიელმა დაადგინა კაცხის სვეტის მამათა მონასტრის წინამძღვრად.
2022 წლის 2 ივნისს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მიტროპოლიტ დანიელის წარდგენით, იღუმენი ილარიონი აიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში.