1993-2014წ. მონაზონი სამთავრო (მცხეთა) წმიდა ნინოს ეკლესია, დედათა მონასტერი
2014-2025წ. მდგომარეობით მონაზონი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია
დედა პარასკევა, ერში მანანა როსტიაშვილი, დაიბადა დუშეთის რაიონის სოფელ ანანურში, აქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. 35 წლისამ ღმერთს შესთხოვა, ეჩვენებინა გზა, როგორ ეცხოვრა ისე, რომ ადამიანებისთვის სიხარული და ბედნიერება მიენიჭებინა, "როდესაც დავრწმუნდი, რომ ამას მონასტრული ცხოვრებით შევძლებდი, მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება მონაზვნად აღვკვეცილიყავი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში", - გვიამბობს დედა პარასკევა, რომელსაც სამთავროში მოსვლის დღიდან განსაკუთრებული სულიერი სიახლოვე აკავშირებდა მამა გაბრიელ ურგებაძესთან.


