თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ფხაკაძე სევერიანე - მღვდელი.
2026 წლის 25 იანვარს დიაკვნად ხელდასხმა; 2026 წლის 1 მარტს მღვდლად ხელდასხმა;
2026 წლის 1 მარტს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ლანჩხუთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ სევერიანე ფხაკაძეს.
მღვდელი სევერიანე ჩოხატაურის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
ფხაკაძე მირიანი - მღვდელი.
ტანძიის წმ. ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი.
დეკანოზი გრიგოლი ფხაკაძე. დაბადების 1952-2022 წ. მღვდელმსახურების 1992-2022 წ. მოღვაწეობდა სოფ. ფარცხანაყანების წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესიაში. დაკრძალულია ამავე ტაძრის ეზოში.
7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მორჩილად აკურთხა მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის წევრი ავთანდილ ფხაკაძე და მანკოდას მამათა მონასტრის წევრი რევაზ ჯაკაევი.
19 ნოემბერს მარგველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) აკურთხა ზედა საქარის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია. ზედა საქარის ეკლესია XVII-XVII საუკუნეებს განეკუთვნება. მის განახლებაზე იზრუნეს სოსო და ლევან ფხაკაძეებმა, რომელთა მატერიალური დახმარებითაც აღდგა ტაძარი. მარგველი მიტროპოლიცტ ვახტანგის ლოცვაკურთხევით ტაძრის წინამძღვრად მღვდელი იოანე მალაღურაძე დაინიშნა.
ფხაკაძე ლევან - ქტიტორი.
საკუთრი ხარჯებით განაახლეს: ზედა საქარის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია. 2011 წელს.
სრულად ნახვა