1917-1918წ. იღუმენი ჭელიში (ამბროლაური) მონასტერი
შანიძე იოანე იღუმენი 1917-1918 წწ. ჭელიშის მონასტრი, ამბროლაურიმე (რამაზ ხატიაშვილი) გახლავართ ზოსიმე შანიძის შვილთაშვილის შვილი (დედაჩემი ნინო შანიძე მისი პირდაპირი შთამომავალია). ამ ფოტოზე აღბეჭდილი სასულიერო პირი არის არა ზოსიმე, არამედ მისი ძმა, ივანე შანიძე. გარდა ამისა, უკან მდგომ გოგონას ნამდვილად გოგუცა ჰქვია, მაგრამ გვარად არის დოლიძე. ის არის ზოსიმეს ცოლის ძმის შვილი. დანარჩენი ყველაფერი სწორია. აქვე ვდებ ჩვენს ოჯახში შენახული ამ ფოტოს უკან გაკეთებულ წარწერას, რომელიც ეკუთვნის ჩემს დიდ ბაბუა ევლამპი შანიძეს (ზოსიმეს შვილი).
სამწუხაროდ ჩემი ერთადერთი წყარო არის ეს წარწერა, რომელიც ზოსიმეს შვილმა, ევლამპი შანიძემ, გააკეთა ფოტოს უკან. ის მოიხსენიებს ამ კაცს ბიძია ივანედ, ხოლო თამარსა და პეტრეს (ზოსიმეს შვილებს, ანუ ევლამპის და-ძმას) მის ძმისშვილებად.
ინფრმაცია მოგვაწოდა თემო ჭახნაკიამ (სამტრედიელი გამოჩენილი ადამიანების მკვლევარი)

