
ჩინჩალაძე გიორგი მღვდელი 2023წ. ჭიათურის ღირსი მამა გაბრიელის (ურგებაძე) სახელობის ტაძარი.
2023 წლის 8 და 9 ოქტომბერს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკვნებს: გიორგი კვიჟინაძესა და გიორგი ჩინჩალაძეს.
მღვდელი გიორგი კვიჟინაძე იმსახურებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ნაგუთის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში, ხოლო გიორგი ჩინჩალაძე - ჭიათურის ღირსი მამა გაბრიელის (ურგებაძე) სახელობის ტაძარში.

წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 67
დიაკვანი გიორგი მურადის ძე ჩინჩალაძე დაიბადა 1995 წელს ქალაქ ჭიათურაში.
2001-2011 წლებში სწავლობდა მე-8 საჯარო სკოლაში, შემდეგ კი გადავიდა ა(ა)იპ-წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ჭიათურის მართლმადიდებლურ სკოლაში.
2012 წლის შემოდგომაზე სოფელ ტყემლოვნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში მამა თეიმურაზმა შემოსა სტიქარით.
.2013 წელს მამა თეიმურაზის ლოცვაკურთხევით დაიწყო დასწრება სასულიერო სკოლაში არსებულ საღვთისმეტყველო კურსებზე.
2014-2015 წლებში, მისი მოძღვრის რეკომენდაციით და მეუფე დანიელის ლოცსაპატრიარქოს ახალციხის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დასრულების შემდეგ დაბრუნდა მონატრებულ ეპარქიაში და მოძღვართან ერთად შეუდგა მსახურებას ახალი ცოდნითა და იმედებით.
2021 წლის 29 აგვისტოს დაქორწინდა ანა ბურჯანაძეზე.
2022 წლის 1 მაისს, მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში დიაკვნად დაასხა ხელი მეუფე მიქაელმა.
2023 წლის 10 ოქტომბერს საჩხერის წმ. ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში აკურთხეს მღვდლად. იმსახურებს ლეჟუბნის წმ. გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის ტაძარში.