მეტრიკულ წიგნში პრიჩეტნიკი
„გელათის მონასტრის არქივი (1811-1923 წწ.)
631.ის 6466/631 – წერილი ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის წინამძღვარ სერაპიონისადმი – მედავითნე სერაპიონ ჭირაქაძის ქუთაისში გადმოყვანისა და მის ნაცვლად გელათის მონასტერში მედავითნედ გიორგი ჭირაქაძის დანიშვნის თაობაზე. 1882 წელი.
846.ის 6466/846 – შეტყობინება გელათის მონასტრის არქიმანდრიტ სერაპიონისა ეპისკოპოს გაბრიელისადმი – მორჩილ დოროთეს იეროდიაკვნად კურთხევისა და მის ნაცვლად მორჩილად გიორგი ჭირაქაძის მიღების თაობაზე. 1887 წელი.
963.ის 6466/963 – წერილი ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის არქიმანდრიტ სერაპიონისადმი – გელათის მონასტერში ნაკურთხ მედავითნე გიორგი ჭირაქაძის დიაკვნად დანიშვნის თაობაზე. 1892 წელი.
988.ის 6466/988 – წერილი ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის არქიმანდრიტ სერაპიონისადმი – გელათის მონასტრის დიაკვნის გიორგი ჭირაქაძისთვის მღვდლად კურთხევაზე უარის თქმის თაობაზე. 1893 წელი.
დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართული – მხედრული; ზომა: 22 X 18 სმ;
1024.ის 6466/1024 – წერილი ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის არქიმანდრიტ სერაპიონისადმი – გელათის მონასტერში მორჩილის ადგილზე მყოფ დიაკონ გიორგი ჭირაქაძისათვის მორჩილის სრული ჯამაგირის მიცემის თაობაზე. 1894 წელი.
1666.ის № 6466/1666 – ნებართვა , გაცემული ეპისკოპოს ლეონიდის მიერ გელათის მონასტრის დიაკონ გიორგი ჭირაქაძისადმი – 10 დღისთ თბილისში წასვლასთან დაკავშირებით. 1903 წელი.
დედანი;1ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, რუსულ ენაზე; ზომა: 22 X 17,5 სმ;
1724.ის № 6466/1724 – თხოვნა ეპისკოპოს ლეონიდისა გელათის მონასტრის არქიმანდრიტ სერაპიონისადმი – დიაკონ გიორგი ჭირაქაძის შესახებ ცნობების მიწოდების თაობაზე. 1904 წელი.
2102.ის № 6466/2102 – განკარგულება ეპისკოპოს ლეონიდისა – გელათის მონასტერში მთავარ დიაკვნად გიორგი ჭირაქაძის დანიშვნის თაობაზე. 1906 წელი.
2112.ის № 6466/2112 – გადაწყვეტილება ეპისკოპოს პეტრესი – იგი არ აკმაყოფილებს გელათის მონასტრის კრებულის შუამდგომლობას გიორგი ჭირაქაძის მღვდლად კურთხევის შესახებ. 1906 წელი.
დედანი, 1ფ. დაწერილია შავი მელნით, რუსულ ენაზე; ზომა: 22X18სმ;
2458.ის № 6466/2458 – თხოვნა გელათის მონასტრის მთავარდიაკონ გიორგი ჭირაქაძისა არქიმანდრიტ ნიკიფორესადმი – სთხოვს ნებართვას გარდაცვლილი მეუღლის მონასტრის ეზოში დაკრძალვის თაობაზე. 1910 წელი.
2828.ის № 6466/2828 – თხოვნა დიაკონ გიორგი ჭირაქაძისა ეპისკოპოს გიორგისადმი – სთხოვს აკურთხოს იგი მღვდლად ან მღვდელმონაზვნად. 1912 წელი.
2832.ის № 6466/2832 – თხოვნა დიაკონ გიორგი ჭირაქაძისა ეპისკოპოს გიორგისადმი – სთხოვს აკურთხოს იგი მღვდლად შროშის ეკლესიაში. 1912 წელი.
2917.ის № 6466/2917 – შეტყობინება საეპარქიო კანცელარიისა გელათის მონასტრის იღუმენ ანთიმოზისადმი – აცნობებს, რომ ეპისკოპოსი გიორგი არ აკმაყოფილებს დიაკონ გიორგი ჭირაქაძის თხოვნას მღვდელმონაზვნად მისი კურთხევის თაობაზე. 1913 წელი.
დედანი, 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით; რუსულ ენაზე; ზომა: 22,7X18,5სმ;
2923.ის № 6466/2923 – შეტყობინება საეპარქიო კანცელარიისა გელათის მონასტრის იღუმენ ანთიმოზისადმი – აცნობებს ეპისკოპოს გიორგის გადაწყვეტილებას დიაკონ გიორგი ჭირაქაძის თხოვნაზე: გ.ჭირაქაძე ჯერ აღკვეცილი იქნას ბერად და შემდეგ ვაკურთხებ მღვდელმონაზვნადო. 1913 წელი.
დედანი, 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით; რუსულ ენაზე; ზომა: 22X18სმ;