ეწერფერდის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი
წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი, რომელიც XVII საუკუნით თარიღდება, აღადგინეს 2000 წლის ზაფხულში.
ტაძარს სახურავი არ ჰქონდა და კედლები ხავსით იყო
გვ159
დაფარული. წალენჯიხის იმდროინდელი გამგებლის დავით ქანთარიას თაოსნობით ეკლესიისათვის სახურავი შეიძინეს.
სოფლის მოსახლეობასთან ერთად ამ დიდებულ საქმეს ხელმძღვანელობდნენ დათო ხასაია და ნუნუ უბილავა. მეუფე
გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ტაძარი გაიხსნა 28 ივლისს, ტაძრის დღესასწაულის დღეს.
წმინდა მოწამეთა სახელზე არსებული ტაძარი მეუფე გერასიმემ სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა და სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.
აქ ყოველწლიურად, ტაძრის დღესასწაულზე, იკრიბება სოფლის მოსახლეობა და სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.