2004წ. მდგომარეობით მღვდელმონაზონი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია
ღლონტი ნიკოლოზი ვახტანგის ძე არქიმანდრიტი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია 2024წლის მონაცენებით
საპატრიარქოს უწყებანი N2 15-21იანვარი 2004წ გვ.6
4 იანვარს. ყოვლადუსამღვდელოესმა, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა) ყაზბეგის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში მღვდელმონაზვნად დაასხა ხელი ბერდიაკონ ნიკოლოზ ღლონტს.
საპატრიარქოს უწყებანი N30 8-14სექტემბერი 2005წ გვ.8
დაჯილდოება
24-26 აგვისტოს უწმიდესი და უნეტარესი ილია II იმყოფებოდა სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიაში. იღუმენის ხარისხში აიყვანა მღვდელმონაზვნები: გორისციხის ხეობის ტაძრების მოძღვარი და ფხელშეს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი იოანე (სილაგაძე), დაბა ყაზბეგის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (ღლონტი), აჩხოტის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელონაზონი იაკობი (იაკობიშვილი), გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, მღვდელმონაზონი იოსები (თავაძე). მარიამობის დღესასწაულზე ყოველი მათგანი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.5
13 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით — ფხელშას წმინდა გიორგისა და ყანობის წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, იღუმენი იოანე (სილაგაძე) და სტეფანწმიდის წმინდა მიქაელ მთავარან- გელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ნიკოლოზი (ღლონტი); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — კობის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი პეტრე (კაკუბავა).
ინფორმაცია მოგვწოდა ბერდიაკონმა გიორგი ბურჭულაძემ.



