ფარცვანია იონა მონაზონი, ახალქალაქის და კუმურდოს ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.36 ნინოწმიდის ხარების დედათა მონასტერი 2010წ.
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია, სამხრეთ ამერიკის ეპარქია 2014წ. მდგომარეობით
საპატრიარქოს უწყებანი 11 3-9აპრილი 2008წ გვ. 9
აღკვეცა
27 მარტს მორჩილი მარიამ ჯანელიძე — ეწოდა მონაზონი მარიამნა; ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში აღკვეცეს სამონაზვნე სერაფიმა (ფარცვანია) ეწოდა მონაზონი იოანა, მორჩილი ნიკეა კაპანაძე ეწოდა მონაზონი ნანა; ახალქალაქის რაიონის ბარალეთის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში აღკვეცეს სამონაზვნე მატრონა (ჯიყაშვილი) ეწოდა მონაზონი მარინე; მორჩილი ლეონილა (მაზიაშვილი) ეწოდა მონაზონი ლია.
მახარიის თამარ მეფის დედათა მონასტერი
2001 წლის 26 თებერვალს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ეს სახლ-კარი წმ. თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტრად აკურთხა. შემდგომ აქვე ახალი კაპიტალური სახლი აშენდა და კეთილმოეწყო მორჩილი ნონას თანადაფინანსებით.
გვ187
2015 წლის 7 ნოემბერს მონასტრის წინამძღვრად დადგინდა მონაზონი მარიამი (რობაქიძე) (შემდგომში იღუმენია მარიამი). აქვე მსახურობს მონაზონი ეკატერინე (შუბითიძე). მონაზონი ნატალია, იგივე მორჩილი ნონა (ჭკადუა), 2014 წლიდან ცხოვრობდა შვილთან, მონაზონ იოანასთან, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის ნინოწმინდის ღმრთისმშობლის ხარების დედათა მონასტერში, რომლის წინამძღვარია იოანა (ფარცვანია). იგი აქვე გარდაიცვალა. მონაზონი ნატალია დაკრძალულია მახარიის წმ. თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტრის ეზოში.