1898წ. მღვდელი ზედუბანი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია
1909, 15წ. მღვდელი ზედუბანი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია
კეჭაღმაძე იოანე მღვდელი
კეჭაღმაძე იოანე მღვდელი 1898წ. მღვდელი 1909, 1915წ. ბლაღოჩინი ზედუბანი (ოზურგეთი) მთავარანგელოზის ეკლესია
ოჯახის თავკაცი, მღვდელი ანთიმოზ კეჭაღმაძე თავის ღვთისნიერ მეუღლესთან-ფედოსისთან ერთად, ფხიზლად ადევნებდა თვალს შვილების აღზრდას. მამა და შვილები
ქრისტეფორე (დაბადებული 1881 წელს) და ივანე (დაბადებული 1883 წელს) მოღვაწეობდნენ ზედობნის (ახლანდელი შრომის) ეკლესიაში.
1921 წელს მიქელ-გაბრიელელმა კომკავშირლებმა ქრისტეფორე გაპარსეს და, ისევე როგორც რომანოზ მეგრელიძეს, მასაც ძალით დაათმობინეს მღვდელმსახურება. ჰყავდა მეუღლე ანასტასია მაჩიტიძე, რომელიც იყო ვაკის დაწყებითი სკოლის პირველი მასწავლებელი, ღირსეული მეუღლის თანამდგომი. მათ ჰყავდათ ორი ქალიშვილი.
უფროსი ვერიკო ახალ დაარსებული უნივერსიტეტში სწავლობდა, სრულიად ახალგაზრდამ მოიწამლა თავი (თვითმკვლელობის მიზეზი ნათესავებისთვის გაურკვეველია).
ეკლესიის დანგრევის შემდეგ ქრისტეფორე გადასულა საცხოვრებლად ს.სუფსაში (ახლანდელი ლანჩხუთის რაიონი), მუშაობდა აგურის ქარხანაში ბუღალტრად.
ივანემაც განიცადა დევნა და შევიწროება „ვაი ბოლშევიკების“ მხრიდან. ეკლესიის დანგრევის შემდეგ მასაც აუკრძალეს მღვდელმსახურება. ძნელბედობისა და დევნის წლებში მას გვერდით ედგა ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი რაისა რურუა (ფოთელი თავადის ქალი). ფოთის ეპარქიაში მოღვაწეობისას ივანემ
მიიღო ბლაღოჩინის წოდება. 1943 წელს ივანე კეჭაღმაძე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.
ანდერძის მიხედვით, დაკრძალეს მშობლიური ზედობნის ნაეკლესიარის სასაფლაოზე, იქ, სადაც კეჭაღმაძეთა საგვარეულო ძვალთშესალაგია. ჩვენ მოვალე ვართ, ვიცნობდეთ ჩვენს სახელოვან წინაპრებს, პატივი ვცეთ მათ თავდადებას დედა-ეკლესიისა და მართლმორწმუნე ქართველი ერის წინაშე. იყო დრო, როცა თებარვალს „საქართველოს გაზაფხულს“ ეძახდნენ, არადა, 25 თებერვლის შემდეგ ეკლესიის არსებობასაც განსაკუთრებული საფრთხე შეექმნა. რომანოზ მეგრელიძემ, გერასიმე ნაკაიძემ, ქრისტეფორე და ივანე კეჭაღმაძეებმა თავდაუზოგავად, სისხლისა და ცრემლის ფასად იბრძოლეს ქრისტიანობისა და ადამიანური ღირსების დასაცავად. ისინი ჩვენთვის საამაყო, რწმენისა და ეკლესიისათვის თავდადებული გმირები არიან, მართლაც, „ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის“.
