2023წ. მდგომარეობით მღვდელი მოძვი (საჩხერე) წმ. გიორგის ეკლესია
2025წ. მდგომარეობით მღვდელი ჯალაურთა (საჩხერე) წმ. გიორგის ეკლესია
ნოზაძე ონოფრე (ოთარ) ომარის ძე მღვდელი
წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ. 57
მღვდელი ონოფრე (ერისკაცობაში ოთარ ნოზაძე) დაიბადა 1977 წლის 30 აპრილს ქალაქ რუსთავში. 1995 წელს აქვე დაამთავრა მე-15 სამუალო სკოლა.
2007-2011 წლებში სწავლობდა საფარის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სემინარიაში, რომლის დასრულების შემდეგაც დაბრუნდა მშობლიურ სოფელ მოძვში და განაგრძო აქტიური სულიერი მოღვაწეობა.
2012 წელს დაქორწინდა. ჰყავს მეულლე და 3 ვაჟი.
2014 წლის 14 აგვისტოს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა დიაკვნად დაასხა ხელი წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში და დაადგინა სოფელ კორბოულში მამა ნიკოლოზთან, ძლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.
2015 წლის 1 ნოემბერს იმავე ტაძარში აკურთხა მღვდლად და განაწესა სოფელ მოძვის წმინდა გიორგის სახ. ეკლესიის წინამძღვრად. ამჟამად არის სოფელ მოძვისა და სოფელ ჯალაურთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიების წინამძღვარი.




