2025წ. მდგომარეობით დიაკვანი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
2025 წლის 07 იანვარს შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება წმიდა სამების სახელობის დედათა მონასტერში აღასრულა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, ასევე , დღეს , ლიტურგიაზე მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ირაკლი ხიტირს, ხოლო დიაკვნად წიგნის მკითხველ ლევან ჩომახიძეს
2026 წლის 22 თებერვალს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ლევან ჩომახაძეს, ხოლო დიაკვნად - წიგნის მკითხველ ელგუჯა ფარტენაძეს, რომელსაც სახელად ექვთიმე უწოდა. მღვდელი ლევანი და დიაკონი ექვთიმე დროებით ამავე ტაძარში იმსახურებენ.

