1441. 1776-1795 წ.წ. თავდებობის წიგნი, მიცემული ოთია ავალიანის მიერ ქუთათელ მიტროპოლიტ მაქსიმესადმი, თათრების მიერ ხუცეს ქორიძის გატაცებული ცოლის გამოხსნისა და მისი უვნებლობის შესახებ. დამწერი მღვდელი თომა ავალიანი
2354. XVIII-ს. ხელწერილი, მიცემული ვინმე კაცია, გიორგი და პაპუნას მიერ ქუთათელ მიტროპოლიტ მაქსიმესადმი, საეკლესიო მამულიდან გასვლის შესახებ. დამწერი მღვდელი თომა ავალიანი
2359. XVIII-ს. სათავდებო წიგნი, მიცემული ზალიკა კორძაიას მიერ მაქსიმე ქუთათელისადმი. პირდება, რომ მისი მამულიდან ყმები არ წავლენ. დამწერი მღვდელი თომა ავალიანი
3196. 1767 წ. 23 აპრილი. პარტახის წყალობის წიგნი, მიცემული დავით აბაშიძის მიერ იაკობ იაკობიძისადმი. დამწერი მღვდელი თომა ავალიანი


