სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12426

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ეზიაშვილი სვიმეონი (ავთანდილ) არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ეზიაშვილი სვიმეონი (ავთანდილ) არქიმანდრიტი

დაბ. 18 აგვისტო 1984წ. ბერად აღკვეცა 06 აპრილი 2014 წელს. 

 არქიმანდრიტი სვიმეონი (ეზიაშვილი). დაიბადა 1984 წლის 18 აგვისტოს, ქ. თბილისში.


დაამთავრა თბილისის 174-ე საშუალო სკოლა. 2006 წელს კი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

2008-2009 წ.წ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

2011 წ. გახდა კაბოსანი მორჩილი მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში და ეწოდა ანდრია.

2012 წ. შეუერთდა კაცხის სვეტის მამათა მონასტერს. 2014 წ. 6 აპრილს აღიკვეცა მონაზვნად სვიმეონის სახელით.

2014 წ. 22 აპრილი ___ ბერდიაკვნად კურთხევა.

2015 წ. 28 ივნისი ___ მღვდელმონაზვნად ხელდასხმა და ჯრუჭის მამათა მონასტერში დადგინდება.

2021 წ. 25 აპრილი ___ იღუმენის ხარისხი.

2024 წ. 23 მაისს აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.

ამჟამად არქიმანდრიტი სვიმეონი გახლავთ ჯრუჭის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი.


წყარო: ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ოფიციალური გვერდი;


წიგნი: საქმემან შენმან. ჭიათურა საჩხერე 2023წ. გვ.  40

იღუმენი სვიმეონი (ეზიაშვილი) იღუმენი სვიმეონი (ერისკაცობაში ავთანდილ ეზიაშვილი) დაიბადა 1984 წლის 18 აგვისტოს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის

174-ე საშუალო სკოლა.

2002 წელს დაამთავრა კოლეჯ „მერიდიანის“ სტომატოლოგიური ფაკულტეტი, 2006 წელს კი – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

2008-2009 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სწავლა შეწყვიტა მონასტერში წასვლის სურვილით და მივიდა მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში. 2011 წელს შეიმოსა მორჩილის კაბით და ეწოდა სახელი ანდრია. 2012 წელს გადმოვიდა კაცხის მამათა მონასტერში. 

2014 წლის 6 აპრილს აღკვეცეს მონაზვნად წმ. სვიმეონ მესვეტის სახელით. ამავე წლის 22 აპრილს აკურთხეს ბერ-დიაკვნად.

2015 წლის 28 ივნისს საჩხერის წმ. ნინოს საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქმნა მღვდელ-მონაზვნად და განაწესეს ჯრუჭის მონასტერში.

2021 წლის 25 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ დანიელის წარდგენით აღიყვანეს იღუმენის ხარისხში. მოღვაწეობას განაგრძობს ჯრუჭის მონასტერში.

ეზიაშვილი - გვარის 1 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ეზიაშვილი სვიმეონი (ავთანდილ) არქიმანდრიტი
ეზიაშვილი სვიმეონი (ავთანდილ) - არქიმანდრიტი. დაბ. 18 აგვისტო 1984წ. ბერად აღკვეცა 06 აპრილი 2014 წელს.  სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.