1872წ. მორჩილი გელათი (ტყიბული) სამონასტრო კომპლექსი
გელათის არქივი;
366.ის 6466/366 – წერილი ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის მღვდელმონაზონ ნიკიფორესადმი – გელათის მონასტერში მორჩილად გურიის ეპარქიის მღვდლის შვილის – პორფირე შარაშიძის გაგზავნის თაობაზე. 1871 წელი.
დედანი; 1 ფ. დაწერილია ყავისფერი მელნით, ქართული – მხედრული; ზომა: 22,2 X 17,7 სმ;
383.ის 6466/383 – ცნობა გაცემული ასკანის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელ იოანე შარაშიძის მიერ – გელათის მონასტრის მორჩილის პორფირის ავადმყოფობისა და მორჩენის შემდეგ გელათის მონასტერში დაბრუნების თაობაზე. 1872 წელი.
