თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
კანდელაკი ანტონი - არქიმანდრიტი.
2008 წლის 27 იანვარს ბერდიაკვნად კურთხევა. 2008 წლის 02 მარტს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2009 წლის 14 მაისს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. 2010 წლის 23 მაისს დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით. საფრანგეთის წმინდა თამარ მეფის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი
27 იანვარს ნინოობის დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა ყოვლადწმინდა სამების ლავრის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (კანდელაკი)
2 მარტს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ ანტონს (კანდელაკი). მღვდელ-მონაზონი ანტონი უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დასავლეთ ევროპის ეპარქიაში (საფრანგეთი) იმსახურებს.
14 მაისს, პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის პირველ წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახურნი: ბერლინის წმინდა მღვდელმოწამე კირიონის სახე- ლობის ეკლესიის წინამძღვარი (გერმანია), არქიმანდრიტი ლაზარე (სამადბეგიშვილი) — მეორე გამშვენებული ჯვრით; კანის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (საფრანგეთი), იღუმენი ისააკი (ფირცხალავა) — არქიმანდრიტის წოდებით; ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ბელგია), იღუმენი დოსითე (ბოგვერაძე) — არქიმანდრიტის წოდებით; ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ესპანეთი) იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) — არქიმანდრიტის წოდებით; დიუსელდორფის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი ისე (გელაშვილი) ჯვრითა და იღუმენის წოდებით; (გერმანია), ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. ვიტორიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (ესპანეთი), მღვდელ-მონაზონი სერაპიონი (გრიგალაშვილი) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით; პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (საფრანგეთი), მღვდელ-მონაზონი ანტონი (კანდელაკი) — ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.
23 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახური, იღუმენი პიმენი (ქარდავა); პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი ანტონი კანდელაკი; ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური (დასავლეთ ევროპის ეპარქია), იღუმენი მოსე (ჭანკვეტაძე). გამშვენებული ჯვრით — ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით სალაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — ვარ- კეთილის ზემო პლატოს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იაკობ უშიკიშვილი. მაროქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ტყოფის ყოველთა წმიდათა სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, მღვდელ-მონაზონი ელისე (აბრამიშვილი); თაბორის მთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი დავითი (დავითაშვილი).
კანდელაკი სოლომონ დიმიტრის ძე ბლაღოჩინი, მღვდელი, 1870წ. მღვდელი, ორტევი (ცხინვალი, ერედვი) ეკლესია, 1891წ. ბლაღოჩინი, მღვდელი გორი ღვთიმშობლის (საკათედრო) მიძინების ტაძარი, 1884წ. კარბი (გორი) წმიდა სამების ეკლესია 1874წ. მერეთი (გორი) წმიდა გიორგის ეკლესია 1886წ. ფლავი (გორი) იოანე ნათლიმცემლის ეკლესია 1875წ. ხიდისთავი (გორი) წმიდა გიორგის ეკლესია 1877წ. კავთისხევი (კასპი) მთავარანგელოზის ეკლესია
კანდელაკი სოლომონ 1886 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის მაზრის სოფელ კარბის მღვდელი.
კანდელაკი (შეიძლება იყოს წოდება სწერია მცხეთის კანდელაკი) გიორგი მოხს. 1820წ. გვ.96
კანდელაკი ნიკოლოზ მედავითნე 1884წ. შუაფხო (უკანაფშავი, დუშეთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1875წ. ძევერა (გორი) წმინდა გიორგის ეკლესია 1879წ. მარტყოფი (გარდაბანი) სობორი (საკათედრო ტაძარი)
კანდელაკი კონსტანტინე ბლაღოჩინი, მღვდელი 1871წ. ლანჩხუთი წმიდა გიორგის ეკლესია, 1888წ. ლანჩხუთი ნათლიმცემლის ეკლესია 1888წ. ბოგილი (ოზურგეთი) წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
კანდელაკი იოსებ მღვდელი 1879-1905წ. ოძისი (დუშეთი) ღვთიმშობლის ეკლესია 1916წ. ჭალა (კასპი) ღთვიმშობლის მიძინების ეკლესია 1874წ. მედავითნე კავთისხევი (კასპი) წმიდა გიორგის ეკლესია 1908-1917წ. საკორინთლო (კასპი) წმიდა ნიკოლოზის ეკლესია
კანდელაკი ალექსანდრე ილარიონის ძე მღვდელი 1886-1904წ. საკრამულო (დუშეთი) წმიდა ილიას ეკლესია 1886წ. სარო (ასპინძა) მთავარანგელოზის ეკლესია 1873წ. მთავარდიაკონი, ერთაწმიდა (კასპი) წმიდა ესტატეს ეკლესია
22 თებერვალს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები:
დეკანოზი გრიგოლ ჭიჭინაძე მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი ანდრია არველაძე მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი სტეფანე ნანობაშვილი – მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი ზურაბ სუბელიანი მიტრის ტარების უფლებით;
მღვდელი ლაზარე კანდელაკი აღიყვანა დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით.