1912წ. ტაძრის აღმშენებელი ჩორჯო (ამბროლაური) წმ. სამების ეკლესია
1912 წლის ჟურნალ „შინაურ საქმეების“ N36-ში გამოქვეყნდა მამა ერასტის სამადლობელი წერილი, სადაც ის მადლობას უხდის ყველა შემომწირველს: „მამაო რედაქტორო! უმორჩილესად გთხოვ ნება მიბოძოთ თქვენი პატივცემული გაზეთის „შინაური საქმეების“ საშვალებით უღრმესი მადლობა გამოუცხადო მე და ჩემი მრევლის მხრით, გარეშე სამრევლოთა მცხოვრებთ, რომელთა შემოსწირეს რწმუნებულ ჩემდამო ჩორჯოს წმიდის სამების ახალი ეკლესიის შენობისათვის: თედორე სიმონის ძე იმედაძემ და მისმა მეუღლემ ეკატერინემ ხუთ-ხუთი თუმანი. აგრეთვე ამათი შეგონებით შემოწირეს შემდეგ პირთა: ერმილე სპირიდონის ძე იმედაძემ 3 მანეთი; პავლე გიორგის ძე იმედაძემ 1 მანეთი; სიმონ გიორგის ძე იმედაძემ 1 მანეთი; ლუკა დიმიტრის ძე პატარიძემ 1 მანეთი; ლავრენტი ალექსის ძე აბუთიძემ 1 მანეთი; დომენტი დიმიტრიოსის ძე აბუთიძემ 50 კაპიკი; მიხეილ ლევანის ძე აბუთიძემ 1 მანეთი; იასონ ანთიმოზ იასონის ძე ჭელიძემ 1 მანეთი; ლონგინოზ მანუჩარის ძე ყიფიანმა 1 მანეთი; ევგენი ყარამანის ძე დალაქიშვილმა 1 მანეთი; სამსონ ლაიშვილმა 1 მანეთი; აპოლონ სიმონის ძე ნამგალაძემ 1 მანეთი; კოსტა დვალმა 1 მანეთი; მიხეილ თედორეს ძე ჩიტალაძემ 1 მანეთი; მალაქია ზაქარიას ძე მეტრეეველმა 50 კაპიკი; კოსტა კაციტაძემ 50 კაპიკი; ანთიმოზა გობეჯიშვილმა 50 კაპიკი; აპოლონ სოფრომის ძე ჯოხაძემ 50 კაპიკი და იოსებ ომანის ძე რაზმაძემ 50 კაპიკი“.


