2022წ. მდგომარეობით მონაზონი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
2022 წლის 01 დეკემბერი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპისის ბიჭვინთისა და ცხუმ- აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორისა და მაღალყოვლადუსამღვდელოესის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა - კურთხევით დღეს ,სარფის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერში შესრულდა მონაზვნად აღკვეცა მონაზვნად აღიკვეცნენ : სამონაზვნე ქეთევანი (ჯოხაძე) და ეწოდა სახელი მართა, ხოლო მორჩილი ნელი (გიგოლაევა) და სახელი ეწოდა ანასტასია. აღსაღნიშნავია, რომ დედა ანასტასია ერის კაცობაში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ლათინურ ენისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის საფუძვლების კათედრაზე წამყვან სპეციალისტად 42 წლის მანძილზე.


