2014წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია
ბურდილაძე ნიკოლოზ მღვდელი, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზი წოდებით, საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2010. 2-8 დეკემბერი, N40(568), გვ.8საპატრიარქოს უწყებანი N21 2-8 ივნისი 2005წ გვ.5
ხელდასხმა
29 მაისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი წმიდა ანდრია პირველ-წოდებულის სახელობის ტაძრის დიაკონს ნიკოლოზ ბურდილაძეს.
საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8 დეკემბერი 2010წ გვ. 8
დაჯილდოვება
21 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელბის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართვე-ლოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით – ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ირაკლი სახოკია; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით სოფელ დიღმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი შიო მენაბდე, ნაძალადევის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ბაქარ სოსელია, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის (ლურჯი მონასტერი) მღვდელმსახური მღვდელი ნიკოლოზ ბურდილაძე, ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი კირიონ მუშკუდიანი, ერთაწმინდის წმინდა ევსტათი პლაკიდას სახელობის ეკლესიისა და ვაშლიჯვარის წმინდა გიორგის სახელობის სამხედრო ეკლესიის წინამძღვარი — მღვდელი თევდორე სულუაშვილი.

