გრიგოლ მეტრეველი დაიბადა 1874 წელს მღვდლის ოჯახში.
1897 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და უკვე 1898 წელს, იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და სხვავის წმინდა გიორგის ეკლესიაში განამწესა.
1899-1901 წლებში მღვდელი გრიგოლი, ოლქის სამღვდელოების მხრიდან, საეპარქიო შეკრებებზე დეპუტატად იყო მიწვეული.
1903 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1908 წელს სკუფია უბოძეს.
1909 წელს ბარის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.
1911 წელს ღარის მთავარანგელოზთა ტაძარში გადაიყვანეს.
1913 წელს ონის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა.
გრიგოლ მეტრეველს ჰყავდა მეუღლე სარა ალექსის ასული და შვილები: დავითი, თამარი, ნინო და მარიამი.
გრიგოლ მეტრეველის გარდაცვალების თარიღი უცნობია.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების წევრი (1914-)
მეტრეველი - გვარის 33 ღვთისმსახური
საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით.
დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
2023 წლის 23 ნოემბერს, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ (შიოშვილი) ლაშარისჯვრის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში მღვდლად აკურთხა დიაკონი გიორგი მეტრეველი.
მღვდელი გიორგი იმსახურებს სოფელ გალავნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.
გრიგოლ მეტრეველი დაიბადა 1874 წელს მღვდლის ოჯახში.
1897 წელს თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და უკვე 1898 წელს, იმერეთის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და სხვავის წმინდა გიორგის ეკლესიაში განამწესა.
1899-1901 წლებში მღვდელი გრიგოლი, ოლქის სამღვდელოების მხრიდან, საეპარქიო შეკრებებზე დეპუტატად იყო მიწვეული.
1903 წელს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1908 წელს სკუფია უბოძეს.
1909 წელს ბარის ოლქის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს.
1911 წელს ღარის მთავარანგელოზთა ტაძარში გადაიყვანეს.
1913 წელს ონის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა.
გრიგოლ მეტრეველს ჰყავდა მეუღლე სარა ალექსის ასული და შვილები: დავითი, თამარი, ნინო და მარიამი.
გრიგოლ მეტრეველის გარდაცვალების თარიღი უცნობია.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ონის განყოფილების წევრი (1914-)
მეტრეველი ფილიპე დავითის ძე მღვდელი 1908-1917წ. ბარალეთი (ახალქალაქი) მაცხოვრის/ფერიცვალების ეკლესია
მღვდელი ფილიპე დავითის ძე მეტრეველი წარმოშობით ქილდადან იყო.დაიბადა 1859წ. მედავითნის ოჯახში.1880-1886წ.წ. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.1886წ.დიაკვნად აკურთხეს.ამავე წელს მღვდლად დაასხეს ხელი და შიბლიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.1888წ. ქილდის მიქაელ მთავარანგელოზის სახ.ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს.1907წ. ბარალეთის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.1923 წლიდან მამა ფილიპე ნორიოს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარია.1929 წელს იგი წილკნის ეპარქიაში ბულაჩაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.მისი შემდგომი ბედი უცნობია
მეტრეველი ეკატერინე - მონაზონი.
2011 წლის 16 აპრილს შეიმოსა მორჩილების კაბით. 2012 წლის 14 აპრილს, სამონაზვნედ კურთხევა. 2013 წლის 26 აპრილს, მონაზვნად აღკვეცა.
16 აპრილს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის სამონაზვნე ანა გალოგრე და სახელად ანტონინა უწოდა. ამავე დღეს მიტროპოლიტმა იოსებმა სამონაზვნეებად აკურთხა ერკეთის დედათა მონასტრის მორჩილები: მარიამ გორგოშიძე -– სახელად ეწოდა მარიამი. ბარბარე ჯიშკარიანი -- სახელად ეწოდა ბარბარე. თეოდორა შევარდნაძე -- სახელად ეწოდა თეოდორა. თეონა ანანიძე -–– სახელად ეწოდა თეოდორა. ამავე დღეს მორჩილის კაბით შეიმოსნენ: ოზურგეთის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებული წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წევრი კესარია ჭანია; ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წევრები: ხათუნა მეტრეველი, თეონა ყარეჯიშვილი, ელენე რამიშვილი და თამარ გელანტია.
14 აპრილს ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) შეასრულა მონაზვნად აღკვეცის წესი: ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციის დედათა მონასტრის სამონაზვნე მართა ჭკუასელი -– სახელად ეწოდა ბარბარე; ერკეთის დედათა მონასტრის წევრები: სამონაზვნე თეოდორა შევარდნაძე –– სახელად ეწოდა ნინო, სამონაზვნე თეოდორა ანანიძე -– სახელად ეწოდა ემილია, სამონაზვნე ბარბარე ჯიშკარიანი –- სახელად ეწოდა ნატალია, სამონაზვნე მარიამი გორგოშიძე –სახელად ეწოდა ნანა. სამონაზვნეებად იკურთხნენ ერკეთის დედათა მონასტრის წევრები: მორჩილი ხათუნა მეტრეველი – სახელად ეწოდა ნანა, მორჩილი თეონა ყარეჯიშვილი –– სახელად ეწოდა თეოდორა, მორჩილი ელენე რამიშვილი -- სახელად ეწოდა ელენე, მორჩილი თამარ გელანტია –- სახელად ეწოდა თამარი და ჩოხატაურის წმინდა იოაკიმ და ანას სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციის დედათა მონასტრის მორჩილი მართა მჭედლიშვილი -–– სახელად ეწოდა მართა.
26 აპრილს ერკეთის მთავარნგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მონაზვნად აღკვეცა ამავე მონასტრის წევრები: სამონაზვნე ელენე რამიშვილი - სახელად უწოდა სარა, სამონაზვნე თეოდორა ყარეჯიშვილი --– სახელად უწოდა ტაისია, სამონაზვნე ნანა მეტრეველი – სახელად უწოდა ეკატერინე და სამონაზვნე თამარ გელანტია სახელად უწოდა სოსანა. ამავე დღეს სამონაზვნეებად იკურთხნენ: ერკეთის მონასტრის მორჩილები: თამარ დიასამიძე სახელად ეწოდა თამარი, ეთერი სიჭინავა -- სახელად ეწოდა ელენე, ჯიხეთის დედათა მონასტრის მორჩილი: ნანი მეფარიშვილი -- სახელად ეწოდა ნანა. მორჩილებად იკურთხნენ ჯიხეთის მონასტრის წევრები: თეონა დვალიშვილი – სახელად ეწოდა თეკლა და ნანა ლომია -– სახელად ეწოდა ნანა. წევრები: თეონა დვალიშვილი – სახელად ეწოდა თეკლა და ნანა ლომია -– სახელად ეწოდა ნანა.
მეტრეველი დავით მეფსალმუნე, პრიჩეტნიკი 1842წ. კოთელია (ახალქალაქი) კვირიკე და ივლიტას ეკლესია
მეტრეველი გიორგი - მღვდელი.
2013 წლის 16 აგვვისტოს დიაკვნად ხელდასხმა. 2017 წლის 01 იანვარს, მღვდლად კურთხევა. დაინიშნა მცხეთაში, წმ. იოანე-თორნიკე მთაწმინდელის სახ. დედათა მონასტერში მწირველ მოძღვრად.
16 აგვისტოს თბილისის წმინდა დავით მეფსალმუნის სახელობის ეკლესიაში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის დიაკვან ზაზა გაბედავას, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული გიორგი მეტრეველი. დიაკვანი გიორგი თბილისის წმინდა დავით მეფხალმუნის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
1 იანვარს გორის ღვთისმშობლის შობის სახ. საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძრის დიაკვან გიორგი მეტრეველს, ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული და საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი საბა საბიაშვილი.
მღვდელი გიორგი მცხეთაში, წმ. იოანე-თორნიკე მთაწმინდელის სახ. დედათა მონასტერში მწირველ მოძღვრად დაინიშნა.
დიაკვანი საბა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
მეტრეველი მაქსიმე კირილეს ძე - მღვდელი.
გარდ. († 09.07.1870)
კურდღელაურში ქლუხორის სახელს ატარებს ერთი ქუჩა, ქლუხორიდან ჩამოსხლდნენ 1950-იან წლებში რაჭველების 25 ოჯახი.. მათ აქ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ნანგრევი დახვდათ, რომელიც უპატრონოდ იყო მიტოვებული. მოგვიანებით სოფლის მცხოვრებმა პეტრე რეხვიაშვილმა ეკლესიას კარი შეაბა. ეზოც შემოღობა. 90-იან წლებში ძველი ეკლესიას თავისი დანიშნულება დაუბრუნდა. იგი მთელი უბნის სალოცავად იქცა. ძირითადი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 2006 წელს, რომელიც დააფინანსა იმავე უბანში გაზრდილმა ძმებმა დავით (ბაჩა) და თემურ მეტრეველმა. ხელმძღვანელობდა თამაზ რეხვიაშვილი და მთელი უბანის მოსახლეობა.
მეტრეველი თემურ შოთას ძე დაბ. 1956 წელს პირადი სახსრებით აღარდგინა, კურდღელაურში (ქლუხორის უბანი, თელავი) მთავარანგელოზის ეკლესია 2006 წელს
კურდღელაურში ქლუხორის სახელს ატარებს ერთი ქუჩა, ქლუხორიდან ჩამოსხლდნენ 1950-იან წლებში რაჭველების 25 ოჯახი.. მათ აქ იოანე ნათლისმცემლის სახელობის ნანგრევი დახვდათ, რომელიც უპატრონოდ იყო მიტოვებული. მოგვიანებით სოფლის მცხოვრებმა პეტრე რეხვიაშვილმა ეკლესიას კარი შეაბა. ეზოც შემოღობა. 90-იან წლებში ძველი ეკლესიას თავისი დანიშნულება დაუბრუნდა. იგი მთელი უბნის სალოცავად იქცა. ძირითადი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 2006 წელს, რომელიც დააფინანსა იმავე უბანში გაზრდილმა ძმებმა დავით (ბაჩა) და თემურ მეტრეველმა. ხელმძღვანელობდა თამაზ რეხვიაშვილი და მთელი უბანის მოსახლეობა.
მეტრეველი მალაქია ზაქარიას ძე - ტაძრის აღმშენებელი.